რაგბი

ეროვნული ნაკრები

თბილისში გასამართი ტურნირის, Rugby Summer Cup-ის მონაწილეები ცნობილია

AutoSharing Option
28 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, თბილისში ტურნირი Rugby Summer Cup 2018 გაიმართება.

თასზე საქართველოს A ნაკრებთან ერთად ("ბორჯღალოსნების" მეორე ნაკრები), ფრანგული კლუბი "რასინგი 94", ბრაზილიის ნაკრები და არგენტინა XV (არგენტინის მეორე ნაკრები) იასპარეზებენ.

Sportall.Geმატჩების განრიგი:

28 ივლისი
რასინგი 92-ბრაზილია
საქართველო A-არგენტინა XV

3 აგვისტო
საქართველო A-ბრაზილია
რასინგი 92-არგენტინა XV

ყველა მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

დღეს, 18:00 საათზე, "თიბისის" მარჯანიშვილის ფილიალში (მარჯანიშვილის 7) რაგბის კავშირი და "თიბისი" ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც ახალი საერთაშორისო ოთხთა ტურნირის, Rugby Summer Cup 2018-ის შესახებ იქნება საუბარი.