რაგბი

ეროვნული ნაკრები

მილტონ ჰეიგი: იტალიის დამარცხებაც შეგვეძლო

AutoSharing Option
ტესტ-მატჩში ტონგას დამარცხების (20:9) შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა პრესკონფერენციაზე გასული სამი შეხვედრა მიმოიხილა.

მისი თქმით, სამიდან ორ შეხვედრაში იმარჯვეს, იქამდე რამდენიმე თამაში რომ ჰქონოდათ, იტალიის ძლევაც შეეძლოთ, საერთოდ, 10-ბალიანი სისტემით თავისი შეგირდების გარჯას 8-იანით აფასებს და გუნდის ახალგაზრდული ასაკის გათვალისწინებით, შედეგი კარგია.

მან ახალგაზრდები შეაქო და აგრეთვე აღნიშნა, რომ გუნდის კაპიტნის დაბრუნებამ გაახარა, რომელიც ბორჯღალოსანთა ლიდერია.

ჰეიგმა განაცხადა, რომ ბევრი ექსპერიმენტი ჩაატარეს და მსოფლიოს თასისთვის მზადებისას ასეთივე მატჩებში შეეცდებიან თამაშის დახვეწას.