მილტონ ჰეიგი: უნდათ, ამდენი ნაშრომი წყალში გადაგვიყარონ - თუ ვინმე უფრო მეტს გადაიხდის, იქ ყველაფერი მთავრდება!

AutoSharing Option
როგორც ამტკიცებენ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 2020 წლიდან სტარტს აიღებს რაგბის 12-გუნდიანი ელიტური ლიგა, რომელშიც ინგლისი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, აშშ და იაპონია მიიღებენ მონაწილეობას, ის ჩაკეტილი იქნება, ანუ არავინ არ გავარდება და ამ ტურნირის კარი მინიმუმ 10 წელი წყნარი ოკეანისა და რაგბის განვითარებადი ქვეყნების
წარმომადგენლებისთვის დაკეტილი იქნება.

ამის წინააღმდეგი წავიდა მსოფლიოს რაგბის არგენტინელი ვიცე-პრეზიდენტი აუგუსტინ პიშო:

"ჩემი პოზიცია უცვლელია. სქემა 12+12 გავარდნა-აღზევების წესით (რეიტინგისა და შედეგების გათვალისწინებით) და მოთამაშეთა საკმაოდ ხანგრძლივი დასვენების პერიოდით.

ჩემი
პოზიციის დაცვას თავს არ დავანებებ და დარწმუნებული ვარ, მიზანს მივაღწევ. ჯერ არაფერიც არაა გადაწყვეტილი.

თუ დავმარცხდით, ეს იქნება ძლიერი დარტყმა იმათთვის, ვისაც განვითარება სურს. არასოდეს არ დავუჭერ იმ ტურნირს მხარს, სადაც განვითარებადი ქვეყნებისათვის ადგილი არაა".

დაგვეთანხმებით ალბათ, ეს უკვე რაღაცნაირად, ერთგარ სპორტულ-კლასობრივ ჩაგვრასაც კი დაემსგავსა, დისკრიმინაციას, რადგან მნიშვნელობა ენიჭება ტურნირში არა ძლიერი გუნდების, არამედ მდიდრების მონაწილეობას. ამის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გაილაშქრა:

"ეს ჩვენთვის ღამის კოშმარივითაა. მეორე ეშელონის ნაკრებების ინტერესები უგულებელყოფილია. ეს უდიდეს იმედგაცრუებას იწვევს. ინგლისელ მორაგბეებთან ერთად ვივარჯიშეთ, რაც კარგია, მაგრამ ეს მატჩებს ვერ შეგვიცვლის.

ბევრი ვიშრომეთ, ყველა დონეზე ვპროგრესირებთ და ახლა უნდათ, ეს ყველაფერი წყალში გადაგვიყარონ. იგნორირებულია სპორტულ-რეიტინგული პრინციპიც: ამ 12-გუნდიან ლიგაში არაა ადგილი რეიტინგში მე-9 ადგილზე მყოფი ფიჯისა და მე-12 ადგილზე მყოფი საქართველოსთვის, სამაგიეროდ ადგილია აშშ-სა და იაპონიისათვის, რომლებმაც 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზეც კი ვერ გააღწიეს.

ეს ხალხი მხოლოდ საკუთარ მატერიალურ ინტერესებზე ზრუნავს, ამ დროს კი რაგბის ღირებულებები ფულზე გაცილებით მაღლა დგას. სულ იმას ამტკიცებენ, რომ მსოფლიოს რაგბი სამართლიანობისა და ერთიანობისთვის იბრძვის, თუმცა თუ ვინმე უფრო მეტს გადაიხდის, იქ ყველაფერი მთავრდება".
მკითხველის კომენტარები / 37 /
იმ შემთხვევაში თუ 12+12 გავარდნა-აღზევების წესი არ გავიდა, იქნებ საქართველო გამოვიდეს ინიციატივით, რომ შეიქმნას პარალელური ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვა ქვეყნები + ამ თორმეტი ქვეყნიდან შესაძლო მსურველებიც.
444444
11:19 05-03-2019
4
ბოლო ინფორმაციითა თვის ბოლო დუბლინში გაიმართება შეხვედრა, რიმელზეც უნდა გადაწყდეს ფორმატის საკითხი. მიწვეულია ფიჯის რაგბის ფედერაციაც ასე რომ იმედი ვიქონიოთ ორი 12 გუნდიანი ლიგა იქნება (ტიერ 1 და 2), გავარდა-აღზევების პრინციპით. სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ!
პაატა
15:37 04-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული