რაგბი

ეროვნული ნაკრები

"ბორჯღალოსნებმა" ბელგიას პირველ ტაიმში 4 ლელო დაუდეს და 22:3-ს იგებენ

AutoSharing Option
2 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ბელგიას პირველი ტაიმი 22:3 მოუგო.

ბელგიის ნაკრებს სახლში უკანასკნელი სამი შეხვედრა მოგებული ჰქონდა და წარმატებული სერიის გაგრძელებას გეგმავდა, "ბორჯღალოსანთა" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა კი ბრძანა, რომ ისევე უნდა ეთამაშათ, როგორც ინგლისში ივარჯიშეს და არამარტო უნდა მოეგოთ, არამედ ეს ლამაზი თამაშით მოეხერხებინათ.

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში აშკარად დაჯაბნა მეტოქე, ოთხი ლელოც დადეს (გოგიიჩაშვილმა, ნემსაძემ, ცუცქირიძემ და მოდებაძემ), მათიაშვილმა ოთხიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა. მასპინძლებმა ერთი საჯარიმო გაიტანეს და პირველი ტაიმი
3:22 დასრულდა.