გოჩა სვანიძე: ეს ცხვირაპრეხილი რეტროგრადების თავებში მომწიფდა - ამის უფლებას არავის არ მივცემთ

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ იმაზე გააკეთა განცხადება, რომ 12-გუნდიანი ელიტური ტურნირის ჩატარებას გეგმავენ და მასში "ბორჯღალოსნებისთვის" ადგილი უახლოესი 10 წლის განმავლობაში არ იქნება.

"რაგბის ყველა მოყვარული არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით შესძრა გასულ კვირაში გავრცელებულმა ინფორმაციამ. ეს პროექტი შეუძლებელია ვინმესთვის მისაღები იყოს, გარდა ცხვირაპრეხილი რეტროგრადი ჩინოვნიკებისა, რომლებიც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ვერ ხედავენ. მსოფლიო რაგბის გარკვეული ჩინოვნიკების თავებში მომწიფებული ეს აზრი აბსოლუტურად მიუღებელია ყველასთვის.

ჯერ კიდევ 2016 წელს მსოფლიო რაგბმა იმსჯელა რაგბის განვითარების ერთ-ერთ ვერსიაზე და გარანტია მოგვცა,
რომ 2020 წლიდან გვექნებოდა საშუალება პირველი ეშელონის გუნდებთან ყოველწლიურად 2 მატჩის ჩავატაროთ და ერთ-ერთი აუცილებლად საქართველოში გაიმართებოდა. ეს იმ მომენტისთვის ჩვენ კარგად არ მოგვეჩვენა, მეტს ვითხოვთ, მიგვაჩნია, რომ ინტეგრაციისთვის უფრო სწრაფი ტემპია საჭირო, მაგრამ რაც ეხლა გაცხადდა, ამასთან შედარებით საერთოდ სამოთხეა.

ეს ყოვლად მიუღებელია. მინდა დაგამშვიდოთ. ამის შესახებ ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, ოფიციალური და არაოფიციალური წყაროებიდან, კულისებიდან. ჩვენ ცვლილებებს მივესალმებით, მაგრამ არა ასეთს, რომელმაც განვითარება შეიძლება ჩაკეტოს და სიბნელეში წავიდეს. პირველივე წუთიდან, რაც ეს გაცხადდა, ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი ჩვენს კოლეგებთან, სხვა ქვეყნების რაგბის კავშირების ხელმძღვანელებთან, მსოფლიოსა და ევროპის რაგბის წამყვან სპეციალისტებთან. დაახლოებით 7-10 დღის განმავლობაში ერთობლივ განცხადებას გავაკეთებთ. ამას ვიმედოვნებ შემოუერთდებიან რაგბის წამყვანი ქვეყნების პროგრესულად მოაზროვნე წარმომადგენლები.

ვიცით, რომ ძალიან ნერვიულობთ, ამაზე ვმუშაობთ, ჩვენ არა ვართ მსოფლიოს რაგბის რიგითი წევრი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ადგილი. აქედან გამომდინარე, გამოვიყენებთ ოფიციალურ და არაოფიციალურ ყველა კავშირს, ყველა საშუალებას, რათა რაგბი განვითარდეს და არა გაჩერდეს და სტაგნაცია განიცადოს. რაგბის ფასეულობების ხელყოფის უფლებას არავის არ მივცემთ".

მკითხველის კომენტარები / 24 /
ფლეიოფიც არ უნდა იყოს ჩემი აზრით პირდაპირ.

ანუ უნდა იყოს ესე, უნდა იყოს დაწესებული რაღაც ზღვარი მაგალითად თუ იტალია 2 თამაშს მოუგებს მინიმუმ ითამაშოს ფლეიოფი მაგრამ თუ ვერცეთს ვერ მოიგებს ავტომატურად უნდა გავარდეს.
ამ შემთხვევაში მოტივაცია ექნება ბოლო ტურებამდე და არა ისე რომ ბოლო ადგილი რომ გარანტირებული ექნება დარჩენილი თამაშები დაიკიდოს და ფლეიოფისთვის ემზადოს მარტო. თუ ყველა თამაშს აგებს რა უნდა ზედა ლიგაში მიცეს შანსი სხვას.
manuchari
13 მარტი 2019 14:46
0
ძალიან მაგარი იქნება თუ გააკეთებენ 12 გუნდიან ლიგებს ოღონდ ბოლო ადგილი უნდა ვარდებოდეს ქვედა დივიზიონში და 11 ადგილოსანი თამაშოდეს ფლეიოფს ქვედა ლიგის მეორეადგილოსანთან. ასევე აუცილებელია 4 წელიწადში ერთხელ ევროპის 16 გუნდა ჩემპიონატის გამართვა
ICEMAN
05 მარტი 2019 14:38
0
ევროპის 16 გუნდიან ჩემპიონატში ინგლისის 4, უალსის 3 და საქართველოს 2 ნაკრები ითამაშებს?
parmeni
06 მარტი 2019 00:29
0
უფულო ქვეყანას ამ დღეში აგდებენ. კია მთავრობების ბრალი, მაგრამ ჩვენი ბრალიც არი. სანამ ეს მათხოვრულ- ბოლშევიკური ფსიქოლოგია იქნება, მანამ გვექნება ღარიბი ქვეყანა. რას ვგულისხმობ? ფულის შოვნა ნიშნავს, რომ ხარ გაიძვერა. ფულის ბილეთში გადახდა- გოიმობას. ყველა ტირის ფული არ გვაქვსო, ვიღაცამ უნდა მოგვცესო. რატო? იშოვეთ. მაგალითად, შვეიცარიასთან ბილეთის ფასი იყოს 50 ლარი. ვინც მივა მივა, დანარჩენმა ვუყუროთ ტვიში. მეორე ტაიმში რომ ივსება სტადიონი უბილეთოებით. არ შეუშვათ.
ჰაჰა
05 მარტი 2019 13:42
5
თუ ეს სისაძაგლე დაამტკიცეს, იმის მიუხედავად რომ რაგბის მხურვალე ქომაგი ვარ, შესაძლოა რაგბს აღარ ვუყურო (რაც არ უნდა სამწუხარო იყოს)
სიმართლე
05 მარტი 2019 11:31
2
მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი კი არ უნდა გამოუცხადო, არამედ ჯგუფიდან უნდა გახვიდე, რათა აჩვენო, რომ, უბრალოდ, სისულელეა ასეთი გადაწყვეტილება!
N
05 მარტი 2019 04:00
5
არც იტალია,არც იაპონია ჯგუფიდან არ გასულა და ამერიკაზე ხომ საუბარიც ზედმეტია აგერ გუშინ საერთოდ ურუგვაისთან წააგეს შინ...
აბგდ
05 მარტი 2019 14:38
0
რა ჯგუფიდან უნდა გახვიდეთ თუ ავსტრალიას?))) ეგ კი არა ფიჯისთანაც 40/60-ზეა შანსები ოკეანელების სასარგებლოდ. ზუსტადაც ბოიკოტი და მწვავე რეაქციაა საჭირო,რადიკალურიც. ესენი უბრალოდ არც აპირებენ ჩვენი პროგრესის კვალობაზე - საქართველოს ინტერესების გათვალისწინებას. არც 18 წლამდე, არც 20 წლამდე ევროპის ჩემპიონატებზე დარჩნენ! ეგ კი არა, ახალგაზრდულ 6 ერშიც კი "დაენანათ" ქართველებისთვის ადგილის გამოძებნა. რომ კითხო მავანს - ევრო-ამერიკელები ჩვენი ძმები არიან და სულ სულში ჩასახუტებლად ვუნდივართ. ერთადერთი სათამაშო სახეობაა სპორტში,მართლაც ეროვნული და იმის განვითარებაშიც კი არ გვიწყობენ ხელს (რაც ზუსტადაც რომ მათ ხელშია და არც რუსები ზემოქმედებენ ამაზე,არც ესკიმოსები და არც სომალელი მეკობრეები). ესეც ნატო და ევროკავშირი ხო არაა,ხელები რო გაასავსავონ - რუსი ვანია გაბრაზდება და მაგათთან "ლიჩნი პალიტიჩესკო-ეკანამიჩესკი ატნაშენიების" გაფუჭების ფასად, თქვენ გვერდში ვერ დაგიდგებით,ბაბაიაო?! ყოველივე ამას ქალაქურად - პრო...ა ჰქვია,მაგრამ სადაა პატრონი და განმკითხავი!
vereli
05 მარტი 2019 12:00
0
ყველა გამოხმაურება
Daamtkiceben samwuxarod karga xnis win undodat mzgavsi ragacis gaketeba magram shecheres mashin, rac unda samwuxaro iyos ragbi ramdenime qveynistvis aris momgebiani da chvenistana patara qveynebs ar moaqvs fuli ragbsbi da mixvdnen ragbis bosebic, dges ki yvlegan da yvelafershi fulia mtavari samwuxarod, saqartvelos kidev im janiani bichebis imedi sxva ufro perspeqtiul da msoplioshi popularul sportis saxeobebshi eqneba!!!
Euff
05 მარტი 2019 02:16
2
ფიჯი თუ მიიწვიეს ჩვენებს რატომ არ იწვევენ? მსოფლიო რაგბიდან ვინ იქნებიან წარდგენილი. ეგება ნიჟარაძე მაინც წავიდეს შეხვედრაზე.
emigranti
05 მარტი 2019 03:46
1
ბოლო ინფორმაციით ამ თვის ბოლოს დუბლინში გაიმართება შეხვედრა, რომელშიც მსოფლიო რაგის+6 ერის+4 სამხრეთი ფედერაციების და რაგბის პროფკავშირების ხელნძღვანელები შეიკრიბებიან. უნდა იმსჯელონ ახალ ფორმატზე, ჯერ-ჯერობით არაფერი არ არის გადაწყვეტილი!!! ასევე მიწვეულია ფიჯის ფედერაციაც, რაც უკვე კარგია, ასე რომ იმედი ვიქონიოთ გაკეთდება ორი 12 გუნდიანი ლიგა (ტიერ 1 და 2), გავარდა-აღზევების პრინციპით. სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ!
პაატა
05 მარტი 2019 01:39
1
გაიხარე კარგო ადამიანო!!!
პოზიტივი
05 მარტი 2019 06:00
0
მეც მჯერა რომ საღად მოაზროვნე, ყველა რაგბის ნამდვილი ქომაგი და თვითონ ფუნქციონერებიც სხვა ქვეყნისა, იტყვიან სიტყვას აუვცილაბლად. ამ უაზრობაზე რასაც რაგბის დასამარება ქვია და არა განვითარება პოპულარიზაცია. ისეც სულ რამოდენიმე ქვეყანაში თამაშობენ და ასე სულ 12 ქვეყანა შერჩებათ ხელში. ალბათ თვითონ ის სი@ბიც მიხვდებიან როდესაც პროტესტი წამოვა. ჩვენ კი მზადუ უნდა ვიყოთ თუნდაც იაპონიაში მსოფლიოს ბოიკოტით.
Geo_Dinamo
05 მარტი 2019 00:48
0
Sisulelea, seriozulad ver agviqvam
Daushvebelia
Erekle
05 მარტი 2019 00:44
0
მე ბევრი რამის მომსწრე ვარ. ზუსტად ასე ჩაიკეტა ინგლისი (დიდი ბრიტანეთი) სხვა სამყაროსაგან ფეხბურთში და როცა გარეთ გამოიჭვრიტა, აღმოჩნდა, რომ უკვე მაჩანჩალა იყო!
zurab
04 მარტი 2019 23:58
0

სიახლეები პოპულარული