rugger.info. "ლელოელებმა" "დათვები" გადათელეს

AutoSharing Option
rugger.info-მ რაგბი ევროპაზე საქართველოს ნაკრების მიერ რუსეთის დამარცხება (22:6) საკმაოდ ობიექტურად გააშუქა.

"მიუხედავად ზოგიერთი ჟურნალისტის და გულშემატკივრის ვარაუდისა, მილტონ ჰეიგმა "სასწავლო შემადგენლობა" არ დააყენა. ამან ნათლად დაგვანახა, რომ ჩემპიონობის ნაადრევად გაფორმებამ "ლელოელები" კეთილგანწყობილი და მოშვებული არ გახადა.

"დათვებზე" მრავალი წლის განმავლობაში მოპოვებულმა გამარჯვებებმა საქართველოს ნაკრებისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის ეს შეხვედრა ნაკლებად პრინციპულად არ აქცია. რუსეთის გუნდზე ლაპარაკიც არ ღირს. ნაპერწკლის გაღვივება თამაშამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო - ლამის ტურნირის პირველი ტურიდან, ხოლო რუსეთის A და საქართველოს XV-ის მატჩის შემდეგ საერთოდ
ჭექა-ქუხილი ატეხეს. სიტუაცია დაიძაბა და სოციალურ ქსელებში მისი განხილვა ხშირად სცდებოდა რაგბის საზღვრებს.

ამ დროს ვითარება ემოციებს სულაც არ საჭიროებდა - პირიქით, აუცილებელი იყო სიმშვიდე და მოქმედებაში სიზუსტე. წვიმა მოთამაშეებს არ აძლევდა სწრაფი გარღვევების განხორციელების საშუალებას, ითხოვდა სტანდარტულებისას ზუსტ მოქმედებას და ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციების წუნის გარეშე გამოყენებას.

მატჩის მიხედვით უნდა აღვნიშნოთ ქართველი თავდამსხმელების შესანიშნავი ასპარეზობა, მასპინძელთა მიერ თამაშის წესების უამრავი დარღვევა, რამაც მათ მოგების ყველანაირი შანსი მოუსპო".

მკითხველის კომენტარები / 3 /
იტალიამ რა ქნა, ტრადიციული ხის კოვზი?
ალეკსანდრე
09:38 18-03-2019
0
6 ერიც უელსმა მოიგო. (სამძიმარი “დიდ ნაციებს”)

სადაც ვაჟკაცობაა იქაა მოგება და კაცობა. ”ძერჟავაში” კი არა
XXXX
20:22 17-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული