გიორგი ჩხაიძე "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელს აკრიტიკებს: "არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ"

AutoSharing Option
ვეტერანმა მორაგბემ, გიორგი ჩხაიძემ, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 101 მატჩი აქვს ჩატარებული, "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მწვავედ გააკრიტიკა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ!

ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს, რომელსაც 4 მსოფლიო აქ ნათამაშები და მეხუთეზე უნდა წასულიყო. ცოტა ხომ არ გააფრინეთ თქვე ოჯახაშენებულებო! სულ მსოფლიოში 2 კაცს აქვს ნათამაშები 5 მსოფლიო თასი, ისტორიაში არიან ჩაწერილები და ის ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები, არც ბერგამასკოს გაუტანია 5 ლელო ბოლო მსოფლიოზე, მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს
მაინც.

მე როგორც ვიცი, 3 კვირაზე მეტია მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს. იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!

რა გჭირთ ამ ფედერაციაში, რა შეგაშინათ ასე ამ გადაჭრილმა კაცმა? მაგას პროფესიონალიზმი აღარ ჰქვია. ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ არა უშავს. ეს ასე უნდა ყოფილიყო, ისედაც დიდი ხანია ვითმენ.

არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ.

გიორგი ჩხაიძე (ბინგო)", - წერს ჩხაიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 79 /
მასეთი ლოგიკით ფეხბურთში არველაძე რომ ვგყოლოდა ამდენი ხანი ნაკრებში 300 თამაშზე მეტი დაუგროვდებოდა. ხოდა დავჯდებოდით და ვიამაყებდით. მოუხსნელი რეკორდი იქნებოდა. არ დამავიწყდება ერთხელ დიდ ხნის წინ ბომბარდირთა დავაში მგონი მეგრელაძემ 12 გოლი გაიტანა ერთ თამაში. რომ ევროპის მასშტაბით ბომბარდირი გამხდარიყო. ხოდა ვიგაც ესტონელს მაინც უფრო მეტი გოლო დაუგროვდა. მაშინ სხვანაირად ითვლებოდა ბომაბარდირობა, ხოდა მის შემდეგ საერთოდ გააუქმეს ევროპის ბომაბრდირობა))
Geo_Dinamo
03 სექტემბერი 2019 09:28
3
ეს ეხლა ხუმრობაა, თუ მე ვეღარ ვეწევი ქართულს? sportall.ge მე თქვენ დიდ პატივს ქცემთ, უმორჩილესად გთხოვთ - ასეთი ტიპის ბოდვებს ნუ გამოაქვეყნებთ. ძალიან დიდი შეურაწყოფა მიაყენა მან (სახელსაც არ დავასახელებ) ჩვენ მელიტონს. სიტყვები არ მყოფნის,რომ გადმოქცეთ, თუ როგორი გამწარებული ვარ. სულელი არ არის ის, ვინც ლაპარაკობს სულელურ რაღაცეებზე, არამედ არის ის, ვინც ვერ ამჩნევს, რომ ის ამას ამბობს.
TanoLifeanoLife
03 სექტემბერი 2019 02:58
19
ვერალი რაცხა საქმე კაათ, ჩხაიძე კია გურული მარა ასე ემოციურიც არ იქნება გაუაზრებლად აძაგოს მელიტონა
03 სექტემბერი 2019 01:16
4
მე გული იმაზე მწყდება,რომ იმდენი ვაქეთ ჩვენი რეგბისტები-ჯირები,ლომები,ვეფხვები,დიდი ერთი ოჯახი და ა.შ. და ბოლოს ამებმაც იფიქრებს ჩვენ ვყოფილვართ ვინც ვყოფილვართო და ბევრის უფლებას აძლევენ თავის თავს.მართალია უმეტესობას არ ეხება,მარა მაინც ის ძველი რაც იყო სამწუხაროდ ნელ-ნელა....დავუბრუნდით ბიჭებო ძველ დროს.წარმატებები.p.s.კაცმა მთელი თავისი სამწვრთნელო კარიერა ჩვენთან გაატარა,რამდენი კარგი ქნა,მელიტონაც დავარქვით,და უმადურობაა წასვლის წინ მისთვის ეგეთი რამეების თქმა.
კახა ქ.
03 სექტემბერი 2019 11:41
1
იმიტომაც არ არის მსოფლიოში ორ მორაგბეზე მეტი, ვისაც 5 მსოფლიო უთამაშია, რომ არ იყვნენ სხვები ღირსები, რომ წაეყვანათ, თორემ ეგრე ხელოვნურად რომ ხდებოდეს, ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ორზე ბევრად მეტი ასეთი მორაგბე იქნებოდა დღეს მსოფლიოში, კვირიკაშვილი ახლა კი არა, კარგა ხნის წინ უნდა გაეშვა მელიტონს, კარგ კაცობას რაც შეეხება, ზუსტად შენ, ჩხაიძევ, არა ხარ კარგი კაცი, ახლა ამის დროა? მაგრამ არა ხარ კარგი კაცი, თორემ მსოფლიოს წინ ამას არ დასწერდი. კვირიკაშვილი კიდევ ჩუმად მაინც იყოს რა, სირცხვილია ბოლო-ბოლო.
ბმბ
03 სექტემბერი 2019 20:16
2
1. უცხოტომელის, მით უმეტეს ერთადერთი სათამაშო სპორტის სახეობის მთავარ მწვრთნელს, რომელიც, ვფიქრობ, განსაკუთრებულად დაგვეხმარა და საქართველო მსოფლიო არენაზე წარმოაჩინა, ასე გალანძღვა არ გვეკუთვნის ქართველებს.
2. გიორგი ! რეგბისტებს - ასეთი ვაჟკაცური სპორტის სახეობის წარმომადგენელებს, ესეთი ლექსიკონით მეტყველება არ გიხდებათ.
3. ოდნავ უკან დავბრუნდეთ: ბოლო ფედერაციის პრეიზიდენტის არჩევისასაც იყო დაპირისპირება და უთანხმოება, მაგრამ რაგბმა და რაგბისტებმა, როგორც ერთმა დიდმა ოჯახმა, ოჯახშივე მოაგვარეთ ყოველივე. აქაც ასე შეიძლებოდა მოქცევა და არა სოციალური ქსელით მთავარი მწვრთნელისა და ფედერაციის ლანძღვა.
4. გუნდი(ნებისმიერი), ვფიქრობ შედეგისთვის მიდის მს.ჩემპიონატზე და არა ვინმეს წარმოჩინებისათვის.
5. მწვრთნელს, რომელიც არბობს ქართველი ვარ, ოჯახით საქართველო შევიყვარეო, ასე ვუფასებთ ამაგს და ხალხის სიყვარულს ?
6. დაბოლოს, კრიტიკისთვის უამრავი დრო იყო- 8 წელი. სად იყავი მანამდე ?
ზაზა
03 სექტემბერი 2019 15:05
1
მეკო იყო კარგი მორაგბე ბევრი ძალიან მაგარი მომენტი და ლელო გვაჩუქა მაგრამ წავიდა ის დრო ვეღარ თამაშობს აღარ არია იმ ასაკში და არულიად ვეთანხმები იმ აზრს რომ არ წაიყვანეს...ბინგო სხვანაირი ქართველი მეგონეე..ეგ არაა სწორი საქციელი..ან ეა გადაჭრილი კაცი რა პონტიაა.მაგ კაცმაა ბევრი გააკეთა ქართული რაგბისთვის..ძალიან.მეტი აღარ უნდა დაგელიაა.თან რა დროს მსოფლიო კარზეა მომდგარი ტოო.გეტყობა არაპროფეაიონალიზმი
Gio
03 სექტემბერი 2019 13:05
2
მსოფლიოზე შედეგს ვთხოვთ მწვრთნრლს და ვაცალოთ თავისი საქმის კეთება, რისთვისაც მოვიყვანეთ! ტრამვირებული 15 ნიმრით შანსი არ გაქვს არასდროს არავისთან! ბინგო ერთია კრიტიკა მეორე შეურაცხყოფა, ესეთი შეურაცხყოფით საკუთარ კაცობას აყენებ ჩრდილს და არა სხვისას. შენ თუ კაცი ხარ მისულიყავი მელიტონთან და პირში გეთქვა რას წამოჭიმე პოსტები და მომინდომე პოპულარობა
გია
03 სექტემბერი 2019 15:53
2
ბინგო შეგეშალა
912
03 სექტემბერი 2019 11:36
2
კაცების სპორტად წოდებულ ნაკრებში 5 კაცის მკვლელი არ უნდა იყოს. უბრალოდ სირცხვილია.
კაცების სპორტი
03 სექტემბერი 2019 09:42
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული