გიორგი ჩხაიძე "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელს აკრიტიკებს: "არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ"

AutoSharing Option
ვეტერანმა მორაგბემ, გიორგი ჩხაიძემ, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 101 მატჩი აქვს ჩატარებული, "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მწვავედ გააკრიტიკა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ!

ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს, რომელსაც 4 მსოფლიო აქ ნათამაშები და მეხუთეზე უნდა წასულიყო. ცოტა ხომ არ გააფრინეთ თქვე ოჯახაშენებულებო! სულ მსოფლიოში 2 კაცს აქვს ნათამაშები 5 მსოფლიო თასი, ისტორიაში არიან ჩაწერილები და ის ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები, არც ბერგამასკოს გაუტანია 5 ლელო ბოლო მსოფლიოზე, მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს
მაინც.

მე როგორც ვიცი, 3 კვირაზე მეტია მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს. იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!

რა გჭირთ ამ ფედერაციაში, რა შეგაშინათ ასე ამ გადაჭრილმა კაცმა? მაგას პროფესიონალიზმი აღარ ჰქვია. ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ არა უშავს. ეს ასე უნდა ყოფილიყო, ისედაც დიდი ხანია ვითმენ.

არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ.

გიორგი ჩხაიძე (ბინგო)", - წერს ჩხაიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 79 /
აი უზრდელი.. გაბუნიაზე ნაკლებად არ მიმაჩნიხარ.. ნუ დამაკარგვინებ რაგბზე წარმოდგენას.. წავა ის კაცი და გეშველებათ მერე, მაგრამ შენ რომ უზრდელი ხარ-ვიღაცა ხარ, ამას აღარაფერი ეშველება..
გრიშო
03 სექტემბერი 2019 08:02
5
არ უთქვია,რომ მსოფლიოში საუკეთესო არისო,ისტორიაში შევიდოდა 5მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილედო,თავისი აზრი გამოთქვა სადღაც ვეთანხმები,კვირიკაშვილს ბევრი კარგი აქვს გაკეთებული ქართული რაგბისათვის.
გოჩა
03 სექტემბერი 2019 07:39
26
დაწერა კაცმა თავისთვის ორი სიტყვა და გამოთქვა აზრი საჯაროდ - ნუ ავტეხავთ ამაზე კაკაფონიას და ნუ ჩავარდებით პანიკაში. საწინააღმდეგო არგუმენტი დავპოსტოთ ყოველგვარი დაძაბვის გარეშე. თავისუფლება თუ გვინდა ეს არის. არ არის ლანძღვა-გინების კორიანტელი საჭირო და ამან ეს რატომ თქვაო. ვიღაცას ვიღაცა მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს - ეს გემოვნების საკითხია და უნდა მივეჩვიოთ საწინააღმდეგო აზრის არსებობის ლეგიტიმურობას. თუ პრობლემის გადაწყვეტა გვინდა, გადავიტანოთ ყველა საკითხი ცივილური დისკუსიის ფორმაში.
თენგაბი
03 სექტემბერი 2019 06:35
25
იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!

რა გჭირთ ამ ფედერაციაში, რა შეგაშინათ ასე ამ გადაჭრილმა კაცმა? პატარა კლოუნი, გადაჭრილი კაცი...ეს ბოღმაა თუ აზრის გამოთქმა??
ragby
03 სექტემბერი 2019 13:26
0
თვითონ ჩხაიძემ დაწერა უზრდელულად და აქ მპოსტავებს რას ერჩი. ჩხაიძისთვის მიგეწერა ეგ პოსტი
123456
03 სექტემბერი 2019 09:47
4
სანამ საქართველოს ნაკრებში აიღი მიეძალეს პრინციპი არ დაიმსხვრევა მანამდე არაფერი გვეშველება.მოკიდებენ ამ ბურთს ხელს და აწვებიან ჯიქურ უნდათ მთელი მოწინააღმდეგის გუნდი გადაჯეგონ.სწრაფი მოთამაშეები ძალიან ცოტა გვყავს.
misha
03 სექტემბერი 2019 06:33
3
ამას ქვია უმადურობა და სულში ჩაფურთხება მართლა. შენ ჩხაიძე, რაც გინდოდა ის გელაპარაკა მარა მილტონას ქართველობას არ უნდა შეხებოდი მაგდენი შეგნება არა გაქვს და ვქნა
Bidza.
03 სექტემბერი 2019 05:35
10
ბინგომ არასწორი დრო და ადგილი შეარჩია მილტონის გასაკრიტიკებლად,ისე კი ვეთანხმები იმას,რომ კვირიკაშვილი სულ მცირე ნაკრებთან ერთად უნდა იყოს.ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ესეთი მაღალი დონის თამაშებისას,ამხელა გამოცდილების მქონე მოთამაშის გვერდში დგომა თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.ბევრი მაგალითია ამის მსოფლიოში,თუნდაც სხვა სპორტის სახეობებში.რაც შეეხება იმას,რომ მეკო ციხეში უნდა იჯდეს თუ არა,ვინც ამაზე ეხლა აპელირებთ ხართ პატარა ადამიანები,მე საერთოდ არ ვიცნობ მეკოს,მაგრამ რაც ამ ადამიანმა გადაიტანა ღმერთმა გვაშოროს ის სიმწარე ყველას და სასამართლომ რა გადაწყვეტილება მიიღო ეს მოსამართლის კისერზეა,დანარჩენს ღმერთი განსჯის.ამიტომ უადგილო ჭორაობას მოეშვით,ტეხავს ამ ადამიანის და რაც მთავარია ღმერთის წინაშე.წარმატებები საქართველოს ,ქართული რაგბს და ქართულ სპორტს.
სამწუხაროა
03 სექტემბერი 2019 04:48
7
ოოოო ეს უკვე რაღაცის სიმპტომია ჯერ ჟვანია ეხლა ჩხაიძე.ჰეიგი ისეც და ასეც კი მიდის მარა მაინც.
ნიკა
03 სექტემბერი 2019 04:29
11
ყველას თავისაზე ეწვის. არ ვიცი, როგორ ფორმაშია და ა.შ., მაგრამ აქამდე რა უნდოდა საერთოდ ნაკრებში? ჰეიგი რო დაბალი დონის მწვრთნელია ეს დიდი ხანია ვიცი და ვამბობ, მაგრამ კვირიკასვილთან მიმართებაში მხოლოდ იმაში შეცდა, რომ საერთოდ იძახებდა. რაც კი ნაკრებს მსოფლიოზე მნიშვნელოვანი მატჩი წაუგია, ყველაში ლომის წვლილი მიუძღვის. ირლანდია, ინგლისი საკმარისია? ჰეიგის საკდრო პოლიტიკა ზოგადად არათანმიმდევრული, ალოგიკური და გაუგებარია. ასე იყო თავიდან! სად არის ალექსი ხუციშვილი??? საინტერესოა. თეთრაშვილი? კაკოვინი მლოიძულა, მანამდე ხინჩაგა. სამაგიეროდ აფციაური, წიკლაური, ბეგაძე, კვირიკაშვილი უყვარდა. ნუ ბოლოს უარი თქვა მათზე. ბეგაძეზე ვერა. ეტყობა პერსპექტივას ხედავს. 10 წლის კარკაძის წაყვანას (რომელიც რამდენიმე წელში ულაპარაკოდ იკცევა პირველ ჰუკერად) წაეყავანა ჟვანია მაგალითად, თუ პოზიციების დაფარვაა. მელიქიძე მორიგი აკვიატებაა. რითი სჯობს ტაბიძეს? კარგად გაიხსენეთ ოკეანეთის სირცხვილი და მელიქიძს დგომა შერკინებაში. მოიყვანა გაჩეჩილაძე, უცბად გააქრო. ფრუიძესთან საერთო ენა ვერ გამონახა. გაუთავებელი არათანმიმდევრული ექსპერიმენტები, იმ პოზიციებზე, სადაც საჭირო არ იყო და შედეგად დაკარგული 4 წელი, და ის რომ ამ ხნის განმავლობაში თოდუაზე კარგი ( და რეალურად ასეა) ფრთა ვერ მოვძებნეთ. მეორე ნომინალური ფრთა არც გვყავს საერთოდ! ტაკ შტო, შენ რო მოგხვდება მაშინ კი არ ამოიღო ხმა, სხვისიც უნდა გეხებოდეს, თორემ ალალად თქვი და ვის მაგივრად უნდა წაეყავანა კვირიკაშვილი?
რეზო
03 სექტემბერი 2019 02:59
8
ეს ეხლა ხუმრობაა, თუ მე ვეღარ ვეწევი ქართულს? sportall.ge მე თქვენ დიდ პატივს ქცემთ, უმორჩილესად გთხოვთ - ასეთი ტიპის ბოდვებს ნუ გამოაქვეყნებთ. ძალიან დიდი შეურაწყოფა მიაყენა მან (სახელსაც არ დავასახელებ) ჩვენ მელიტონს. სიტყვები არ მყოფნის,რომ გადმოქცეთ, თუ როგორი გამწარებული ვარ. სულელი არ არის ის, ვინც ლაპარაკობს სულელურ რაღაცეებზე, არამედ არის ის, ვინც ვერ ამჩნევს, რომ ის ამას ამბობს.
TanoLifeanoLife
03 სექტემბერი 2019 02:58
19
დავიღუპეთ,

დავით ხოჭოლავას მხარი ამოუგდია და ნაკრებს ვერ დაეხმარება.
ddgfdf
03 სექტემბერი 2019 02:42
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული