რაგბი

ეროვნული ნაკრები

"საქართველოსთან კარგი ვარჯიში გამოვიდა, 5 ფაზაზე მეტით ვერ შემოგვიტიეს" - უელსის ნაკრების ყოფილი მორაგბე

AutoSharing Option
უელსის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ, ლი ბრაინმა ადგილობრივ გამოცემა walesonline-თან საქართველოსთან გამართული თამაშის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"მეორე ტაიმის შესახებ ბევრი არაფერია სათქმელი. ქართველებს 5 ფაზაზე მეტითაც არ შემოუტევიათ. თუმცა, როცა შენ ფიჯისა და ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშობ, იცი, რომ ისინი 15-20 ფაზით შემოგიტევენ ხოლმე. მაგალითად, კარტ ბეილთის მსგავსი მოთამაშეებით ავსტრალია ყველა მხრიდან დაიწყებს შეტევას. ასე რომ, საქართველოსთან ჩატარებული მატჩით კმაყოფილი მხოლოდ შონ ედვარდსი დარჩა, უელსის ნაკრების დაცვის მწვრთნელი, რადგან ჩვენს ბიჭებს ქართველებთან მართლაც კარგი ვარჯიში გამოუვიდათ", - განაცხადა 39 წლის სპორტსმენმა.

287" target="_blank">alt2 ლელო 6-ის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა [VIDEO]

altუელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით

altბექა გორგაძე: ორი ლელოს გატანა კარგია - იმედია, მომავალში მეტს გავიტანთ

altმამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]

altმიხეილ ნარიაშვილი: მომდევნო შეხვედრებში შერკინებით და მოლით უნდა მივაღწიოთ წარმატებას