ბეილმა უელსს აშშ-სთან ფრე მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, B ჯგუფში, აშშ-ისა და უელსის მატჩი 1:1 დასრულდა.

პირველ ტაიმში ერთი გუნდი (ამერიკა) თამაშობდა, მეორე თამაშში ხელის შეშლას ცდილობდა. ბერჰალტერის შეგირდები ბევრს უტევდნენ. ჯერ სარჯენტის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ კი ჰენესის კარი ვეამ დალაშქრა. შესვენების მერე მოედანზე სურათი შეიცვალა, ბრიტანელები უპირატესობას დაეუფლნენ, დევისს გატანა მეკარე ტერნერმა არ დაანება. აქედან მოყოლებული, აშშ-მა ინიციატივა დაიბრუნა, თუმცა 82-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას ბეილმა თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ანგარიში გაათანაბრა და უელსს ქულა მოუპოვა. მან ეროვნულ გუნდში 41-ე გოლი გაიტანა.

25 ნოემბერს, მეორე ტურში, აშშ ჯგუფის ლიდერ ინგლისს დაუპირისპირდება. იმავე დღეს ერთმანეთს უელსი და ირანი შეხვდებიან.

ალ რაიანი, „ახმად ბინ ალი“. 43 418 მაყურებელი
აშშ - უელსი 1:1
გოლები: 1:0 ვეა (36), 1:1 ბეილი (82, პენ)

მკითხველის კომენტარები / 1 /
აი მამაცი და პრინციპული ადამიანები , ღიად აფიქსირებენ პოზიციას . შეადარეთ ხელა, ქართველ ფეხბურთელებს რომ ჰკითხო ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე სპორტი პოლიტიკა არ არისო გიპასუხებს ბევრი.
0

სიახლეები პოპულარული