რაგბი

ეროვნული ნაკრები

რუმინეთის მძლეველი რუსეთის ნაკრები თბილისში გახარებული მოდის

AutoSharing Option
2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებმა კრასნოდარში რუმინეთი 32:25 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა ლინ ჯონსმა შემდეგი განაცხადა:

"ამ მოგებით ბედნიერი და ძალიან ამაყი ვარ. ეს ბიჭებისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მათ მოგების გემო გაიგეს. მსოფლიოს თასის მერე ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა. ახლა ისინი გუნდს უბრუნდებიან. უკეთ და უკეთ თამაშის იმედი მაქვს. მეორე ტაიმში შეცდომები დავუშვით, თუმცა ბევრი კარგი მომენტი გვქონდა.

პირველი ტაიმის შემდეგ ვიფიქრე, რომ გუნდებმა ძალიან სწრაფი რაგბი ვერ აჩვენეს, მოთამაშეები კი ძალიან არ დაიღალნენ. საუკეთესოები არ მინდოდა შემეცვალა და
მათ მთელი მატჩის ჩატარების საშუალება მივეცი".

საქართველოს ნაკრები რუსეთს 14 მარტს უმასპინძლებს.