რაგბი

ეროვნული ნაკრები

იმედია, "ბორჯღალოსნებს" შოტლანდიასთან თამაშსაც არ აუკრძალავენ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რომელსაც ერთჯერად "8 ერის" ტურნირში საასპარეზოდ არ უხმეს, შესაძლოა, სტუმრად შოტლანდიას შეხვდეს.

heoffsideline.com-ის ცნობით, შოტლანდია 24 ოქტომბერს ედინბურგის "ბიტი მარიფილდზე" "ბორჯღალოსნებს" უმასპინძლებს.

31 ოქტომბერს შოტლანდიამ უელსთან "6 ერის" გადადებული მატჩი უნდა ჩაატაროს და ჩვენს გუნდთან შეხვედრა ამ თამაშისთვის მოსამზადებლად სჭირდება.

ჯერ უცნობია, მისცემენ თუ არა გულშემატკივრებს მატჩზე დასწრების უფლებას. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, სკოტებმა 2019 წლის ზაფხულში საქართველოს ნაკრები ორჯერ დაამარცხეს - 44:10 და 36:9.

შოტლანდიისა
და საქართველოს ნაკრებების მატჩის გასამართად მსოფლიო რაგბისა და "6 ერისგან" თანხმობის მიღებაა აუცილებელი და იმედია, ამჯერად მაინც არ დაგვტოვებენ თამაშგარეში.