რაგბი

ეროვნული ნაკრები

"ეს საქართველოსთვის დიდი დღეა - ჩვენზე უკეთესები იყვნენ" - იტალიელთა მწვრთნელი

AutoSharing Option
ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებთან 19:28 დამარცხების შემდეგ კომენტარი იტალიელთა მწვრთნელმა კირან ქროულიმ და კაპიტანმა მიკელე ლამარომ გააკეთეს.

ქროული: "ეს საქართველოსთვის დიდი დღეა. გამარჯვება დაიმსახურეს. ფიზიკურად ძალიან ძლიერ გუნდთან მძიმე ბრძოლას ველოდით. ზედიზედ ორ ფაზაში თამაშს ვცდილობდით. საჰაერო ბურთებზე დომინირებდნენ. შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ, მაგრამ გარკვეული პრობლემები გვქონდა შესრულებისას, რაც მეტოქეს არ ჰქონდა. საქართველოს მოგებას ვულოცავ. ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ.

ეს ქართული რაგბისთვის რაღაც ისაა, რაც ჩვენთვის უელსთან გამარჯვება. ეს მათთვის შესანიშნავი შანსი იყო. პუბლიკა განუწყვეტლივ უჭერდა მხარს თავის გუნდს. უნდა გავაანალიზოთ ის
სათამაშო სიტუაციები, რომლებმაც არ იმუშავა. დღეს კარგი დღე არ იყო. არ გვაქვს უფლება, ისევ ასე ვითამაშოთ. მიზანი იმაში მდგომარეობს, დავბრუნდეთ იქ, სადაც ვიყავით წინა ფანჯრისას".

ლამარო: "საქართველომ ფიზიკურად ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. შეტევაშიც და დაცვაშიც. როდესაც პირველი ლელო დავდეთ, თამაშის სურათი შეიცვალა. ასეთი რთული შეხვედრის გაანალიზება ძნელია, მაგრამ ეს სპორტის ნაწილია. მივხვდით, რომ ბევრი გვაქვს სამუშაო - ფსოქოლოგიური, ფიზიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით. მუშაობას გავაგრძელებთ.

იმდენი რამ გვაქვს გასაკეთებელი... პირველი ვარ, ვინც მარცხის გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. მიზანი მუდამ ერთი გვაქვს და მისკენ სწრაფვას საუკეთესოდ გავაგრძელებთ".

altგასკდა გული, გატყდა ნავსი და იტალია - საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! [VIDEO]

altმაისაშვილი: ჩვენმა გამარჯვებამ "რაგბის მამები" უნდა დააფიქროს - ბევრი კრიტიკა მოდის

altშარიქაძე: იტალიელებმა იგრძნეს, რომ თამაშს ვაკონტროლებდით და ემოციებში არ ავყევით

altDaily Mail: საქართველო ნამდვილი სარაგბო ერია - ეს მსოფლიოს რაგბის ხელმძღვანელებმა უნდა გაიგონ!