სტუმრები დებიუტში საჯარიმოთი დაწინაურდნენ, რასაც „ბორჯღალოსნების“ იერიშები და აბჟანდაძის საპასუხო საჯარიმო მოჰყვა. შემდეგ ჩვენი გუნდის სწრაფი შეტევა გორგაძის ლელოთი და აბჟანდაძის გარდასახვით დაგვირგვინდა. მერე მსაჯმა მეტოქის მორაგბე ეჩებერი გაასინბინა, მოლის შედეგად მეორე ლელოც გორგაძემ დადო და აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა. მაისურაძის გუნდი თამაშს წარმართვდა, დაცვაშიც დომინირებდა და მოწინააღმდეგეს აშკარად სჯაბნიდა. თუმცა, ურუგვაიმ მაინც მოახერხა ანგარიშის 4 ქულამდე შემცირება, რაც თამაშის საერთო სურათიდან გამომდინარე ცოტა ალოგიკური იყო. სამაგიეროდ ლოგიკური
გახლდათ ლამაზი კომბინაცია, გორგაძის მორიგი ლელო და აბჟანდაძის გარდასახვა. ბოლოს თედომ საჯარიმო ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 24:13 დასრულდა.