მოსკოვის "სლავას" მწვრთნელად გია ამირხანაშვილი დანიშნეს

AutoSharing Option
rugger.info-ს ცნობით, ანდრეი ჩერევიჩნის ნაცვლად მოსკოვის "სლავას" მორაგბეთა გუნდის მწვრთნელად გია ამირხანაშვილი დანიშნეს.

ამირხანაშვილს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, ჩერვიჩნი კი მისი თანაშემწე იქნება.

ის "ივერიასა" და თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა, რომელთან ერთადაც სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, შემდეგ  ინგლისის ნახევრადპროფესიონალურ "ფლიტვუდ იუნაიტედში" ასპარეზობდა, უკანასკნელი 23 წლის მანძილზე კი მწვრთნელად მუშაობს.

"ნოემბერში თბილისში "სლავიას" გენერალურ დირექტორს ალეკსეი ნილოვსკის შევხვდი და მან გუნდის გაწვრთნა შემომთავაზა. მაშინვე ყველაფერზე მოვილაპარაკეთ. თანხმობა განვუცხადე. ჩემთან ერთად გორის "ჯიქები" პირველიდან უმაღლეს ლიგაში გადავიდა, რამდენიმე წელი ხუთეულში შედიოდა, მერე ბრინჯაოს მედლები
მოვიგეთ, ხოლო 2017 წელს ფინალში "ბათუმი" დავამარცხეთ და ჩემპიონები გავხდით.

ბოლო წლები რუსეთის პირველობას თვალს ვადევნებდი. "სლავას" ბევრ მატჩს ვუყურე და მის შესაძლებლობებზე წარმოდგენა მაქვს. დანამდვილებით გეტყვით, რომ ჩემთან ერთად პირველი ხაზის 2 მორაგბე წამოვა, ბურჯები – პირველი და მესამე ნომრები. ამას გარდა, მეათე ნომრის პოზიცია გვაქვს გასაძლიერებელი. აუცილებლად ავიყვანთ ან ცამეტიანს ან თხუთმეტიანს. გეტყვით, რომ დიდი ალბათობით ესენი ქართველები იქნებიან. შესაძლოა, ფიჯელი ან ტონგელიც მოვიწვიოთ.

იმედი მაქვს, რომ კლუბის ფინანსური მდგომარეობა უახლოეს მომავალში გაუმჯობესდება (ამის წინაპირობა არსებობს) და გავძლიერდებით", - განაცხადა ამირხანაშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთი დღის მერე რომ აქვეყნებთ კომენტარს ეს ვინ მოიფიქრა?კომენტარის დაწერის სურვილს უკარგავს ადამიანს
ვახო
09:06 23-12-2018
0
მეც ვიმუშავებდი რუსეთში.
Goga
09:34 21-12-2018
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული