რაგბი

ლეგიონერები

დავით კაჭარავა: ევროპის ჩემპიონატზე კონკურენციას ვერავინ ვერ გვიწევს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორაგბემ დავით კაჭარავამ ტრავმა მოირჩინა და ბელგიასთან სათამაშოდ მზადაა.

"ტრავმა თითქმის მოვირჩინე. ახლა ნაკრების ექიმებთან ერთად სარეაბილიტაციო კურსს ვასრულებ. ვფიქრობ, თებერვლის დასასრულს ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ.

რუმინეთთან ბევრმა ჩვენმა ახალგაზრდა მოთამაშემ იასპარეზა. მეტოქემ საუკეთესო შემადგენლობა შეკრიბა და მოგება სურდა, მაგრამ ჩვენმა ახალგაზრდობამ შესანიშნავად გაართვა თავი დასახულ ამოცანას.

არა მგონია კონკურენციის არარსებობამ საქართველოს ნაკრებს პროგრესირებაში ხელი შეუშალოს - ჩინებული შემცვლელი თაობა გვეზრდება და ისინი გუნდის წინსვლას გააგრძელებენ", - ციტირებს კაჭარავას rugger.info.

დავით კაჭარავა: ევროპის ჩემპიონატზე კონკურენციას ვერავინ ვერ გვიწევს" style="height: 50px; width: 50px;" />დავით კაჭარავა: თუ ფიჯის ვძლიეთ, მაშინ უელსის ძლევაც შეიძლება და თუ უელსს ვძლიეთ, ავსტრალიაზე გაქაჩვაც შეიძლება