მსოფლიო თასი. B ჯგუფი: იტალიამ კანადასაც იოლად მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 26 სექტემბერს, რაგბის მსოფლიო თასის B ჯგუფის შეხვედრაში ერთმანეთს კანადა და იტალია დაუპირისპირდნენ და მატჩი იტალიელებმა დიდი სხვაობით 48:7 მოიგეს.

ანგარიში შეხვედრაში მე-3 წუთზე ტომაზო ალანის ჯარიმით გაიხსნა. ამას იტალიელებმა 5 წუთში ლელოც მიამატეს. თავი სტრეინმა გამოიჩინა. მე-14 წუთზე კი ევროპელებმა მეორე ლელო დადეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში 17:0 გახდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში მე-14 წუთის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ნახევარში იტალიელებმა აგრესიულად შეუტიეს კანადელებს. 44-ე წუთზე მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნეგრიმ დაამიწა. ალანმა გარდასახვა ისევ ზუსტად
დაარტყა. 59-ე წუთზე იტალიელებმა საჯარიმო ლელო მიითვალეს და პრემიალური ქულაც გაინაღდეს. 3 წუთში კი, ბელინიმ იტალიელთა მე-5 ლელო დადო, თუმცა ამჯერად ალანმა გარდასახვა ვერ გაიტანა.

ანგარიში 36:0 იყო, როცა კანადელების ლელო ნაიჯელ ოუენსმა წინ თამაშის გამო არ ჩათვალა, თუმცა 70-ე წუთზე კანადელებმა ლამაზი კომბინაცია გაათამაშეს და ქოუმ ჩრდილოამერიკელთა მხრიდან პრესტიჟის ლელო დადო. 3 წუთში იტალიის ნაკრებმა მეექვსედ დაალელოვა მეტოქე, ამჯერად 5 ქულა გუნდს ძანიმ მოუტანა, გარდასახვა კანამ შეასრულა ზუსტად და ანგარიში 43:7 გახდა. თამაშის დასრულებამდე იტალიელებმა კიდევ ერთი ლელოს დადება მოასწრეს. ამჯერად ეს მინოციმ გააკეთა და შეხვედრაც მალე დასრულდა.

იტალიელებმა პირველ შეხვედრაში ნამიბიის წინააღმდეგ 47 ქულა მოაგროვეს, ამჯერად კი თავიანთი შედეგი 1 ქულით გააუმჯობესეს და ამ მოგების შემდეგ ქვეჯგუფში პირველ ადგილზე არიან. B ჯგუფში იტალიის, კანადისა და ნამიბიის ნაკრებების გარდა, სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის გუნდები არიან.

მკითხველის კომენტარები / 3 /
იტალია უელსი ვერ არის.....
ანდრი
15:34 26-09-2019
0
ჩვენ უელსს 14 ქულა გავუკეთეთ
ისე
13:57 26-09-2019
3

სიახლეები პოპულარული