რაგბი

მსოფლიოს თასი

მსოფლიო თასი. C ჯგუფი: ინგლისის ნაკრები პლეი-ოფში გავიდა

AutoSharing Option
5 ოქტომბერს იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასის C ჯგუფის მატჩი გაიმართა.

ინგლისის ნაკრები არგენტინას შეხვდა და ანგარიშით 39:10 დაამარცხა. ამ მოგებით ინგლისელებმა ბონუს ქულა აიღეს და ჯგუფს 15 ქულით ლიდერობენ.

არგენტინას კი 6 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 9 ქულა ოუენ ფარელმა მოიპოვა, რომლის ანგარიშზე სამი გარდასახვა და ერთი ჯარიმაა.

საბოლოო ჯამში ინგლისელებმა 6 ლელო დადეს, ხოლო არგენტინამ ინგლისის საჯარიმოში მხოლოდ ერთხელ დაამიწა ბურთი.