ტრანსგენდერებს შეიძლება ქალთა რაგბში თამაში აუკრძალონ

AutoSharing Option
World Rugby შეიძლება პირველი სპორტული ორგანიზაცია გახდეს, რომელიც ტრანსგენდერებს ქალთა გუნდებში თამაშს აუკრძალავს - იტყობინება rugger.info.

მიზეზი ჩვეულებრივ სპორტსმენებში ტრავმატიზმის მაღალი რისკია

ფუნქციონერთა მთავარი არგუმენტი - სპეციალური სამუშაო ჯგუფის ანგარიში, რომელმაც ამ საკითხის გამოკვლევა ჩაატარა და დაასკვნა, რომ ბიოლოგიური ქალების ტრანსგენდერებთან თამაშისას ტრავმის მიღების ალბათობა 20-30%-ით იზრდება, ხანდახან კი ორჯერაც. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ სქესგამოცვლილი სპორტსმენები დიდი გაბარიტების მქონენი არიან. ამას ტესტოსტერონის დონის დასაქვეითებლად სპეციალური პრეპარატების მიღებაც კი არ შველის.

"მოთამაშეები, რომლებიც მამაკაცებად დაიბადენ და რომელთა სქესობრივი ზრდა მამაკაცის
ორგანიზმში მიმდინარეობდა, 25-30%-ით ძლიერები, 30%-ით აღნაგობით უფრო დიდები, 40%-ით უფრო მძიმეები და 15%-ით უფრო სწრაფები არიან, ვიდრე ბიოლოგიური ქალები. ტესტოსტერონის დონის დასაქვეითებლად სპეციალური პრეპარატების მიღება მხოლოდ უმნიშვნელოდ ამცირებს ძალოვან მაჩვენებლებს და არ მცირდება მათი ძვლოვანი მასა და კუნთების მოცულობა", - ნათქვამია ანგარიშში.

World Rugby მომავალშიც ხელს შეუწყობს ტრანსგენდერების რაგბში ჩართულობას და მზადაა დააფინანსოს კიდეც გამოკვლევები, რომლებიც დახმარებას გაუწევენ ამ საკითხში, მაგრამ უკანასკნელი სამეცნიერო გამოკვლევების გათვალისწინებით, მიმდინარე ეტაპზე ტრანსგენდერების ქალთა რაგბში მონაწილეობას მხარს არ უჭერს.

ყოველივე ამის საპასუხოდ, ორგანიზაცია წინადადებით გამოდის, ტრანსგენდერი-მამაკაცები დაუშვას მამაკაცთა ტურნირებზე - ყოველმხრივი სამედიცინო გამოკვლევისა და დოკუმენტური მოწმობის წარდგენის შემდეგ, რომ მოთამაშე ათვითცნობიერებს ტრავმის მიღების მაღალ რისკს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვაიმეეეეეე
alex
29 ივლისი 2020 08:29
0
რაგბიშიღა გვსკლდა ძუძუიანი კაცები!!! ეეეჰ საცოდაო მსოფლიო საით მიექანებიიიი?!
Vasili
22 ივლისი 2020 17:51
0
Wordl Rugby-ის კარგი დღე არ დაადგება ვგონებ.
Agent
21 ივლისი 2020 21:55
14

სიახლეები პოპულარული