კალენდარში ცვლილებები კოვიდპანდემიის მორიგი ტალღითაა გამოწვეული. ვირუსის გავრცელების შემცირების მიზნით ისრაელმა მთელი რიგი ქვეყნებისთვის რეგულაციები გაამკაცრა, რის გამოც "ლოკომოტივი" და "ენისეი" იქ სათამაშოდ ჩასვლას ვერ ასწრებდნენ…
ასეთ პირობებში საქართველოს რაგბის კავშირმა "თელავივ ჰითს" საშინაო შეხვედრების საქართველოში გამართვა შესთავაზა, რასაც როგორც ებრაული მხარე, ასევე მისი მოწინააღმდეგე კლუბები და რაგბი ევროპა სიხარულით შეხვდნენ.
„ისრაელში დაწესებული შეზღუდვების გამო ამ ორი მატჩის ჩატ
ამრიგად, 10 დეკემბერს, 14 საათზე, "თელავივ ჰითი" "ლოკომოტივ-პენზას" რუსთავში უმასპინძლებს, ხოლო 15 დეკემბერს, 20 საათზე, "ენისეის" „ავჭალაზე“ დაუხვდება.
"შავი ლომი" მორიგ თამაშს 11 დეკემბერს, 17 საათზე „ავჭალაზე“ გამართავს და "ენისეის" უმასპინძლებს, 18 დეკემბერს კი "ჰითს" ისრაელში ეწვევა, თუმცა არაა გამორიცხული, ეს შეხვედრაც თბილისში ჩატარდეს:
„თეორიულად შესაძლებელია, რომ 18 დეკემბრამდე ისრაელში შეზღუდვები დასრულდეს და "თელავივ ჰითთან" თამაშიც ჯერჯერობით ისრაელშია დაგეგმილი. შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე გაგზავნილი გვაქვს და ხვალ ან ზეგ მივიღებთ პასუხს, გვიშვებენ თუ არა ისრაელში. თუ გამგზავრება ვერ მოხერხდა, ალტერნატივის სახით, "თელავივ ჰითთან" გვაქვს შეთანხმება, რომ 18 ან 19 დეკემბერს თბილისში ვითამაშებთ, ოღონდ ეს თამაში მაყურებლის გარეშე ჩატარდება, რათა გამოირიცხოს გულშემატკივრის ფაქტორი და ორივე გუნდი თანაბარ პირობებში იყოს“ – დაამატა ხურციძემ.
ამასობაში უკვე გაირკვა იმ ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც პლეი-ოფში დასავლეთ კონფერენციიდან ითამაშებენ. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე პირველი ადგილი პორტუგალიურმა "ლუზიტანუშმა" გაინაღდა (24 ქულა), ესპანური "იბერიანსი" კი 15 ქულით მეორე ადგილზეა.
rugby.ge
"ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ" - "ლოკომოტივ-პენზას" მწვრთნელი
მაისაშვილი: შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ, ბევრი შანსი გავანიავეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა