რაგბი

სხვადასხვა

ქართული წარმოშობის მორაგბე ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს

AutoSharing Option
ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "შემოდგომის სერიაში" ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, არგენტინასა და იაპონიას დაუპირისპირდება. მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა, რომელსაც "რაგბის გვარდიოლას" უწოდებენ, 36 მორაგბე გამოიძახა, მათ შორის კი "გლოსთერის" მორკინალი, 29 წლის ვალ რაფავა-რუსკინია.

Sportall.Ge

მორაგბე, რომელსაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, ინგლისელთა გაფართოებულ შემადგენლობაში ადრეც მოხვდა. მისი მამა, გია რაფავა, "ბორჯღალოსნების" წევრი იყო. შეგახსენებთ, "გლოსთერის" რიგებში საქართველოს ნაკრების შუამარბი გიორგი კვესელაძეც გამოდის.

alt"გენიალური ბიჭი საქართველოდან" - "გლოსთერის" მწვრთნელი კვესელაძეზე