საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება

AutoSharing Option
საპარტნიორო შეთანხმებას საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რაგბის კავშირებს შორის ხელი მცხეთაში, ბავშვთა სარაგბო ფესტივალის ფონზე მოეწერა.

სტუმრებმა, რომელთა შორის ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ელჩებიც იყვნენ, დაათვალიერეს სარაგბო ბაზები თბილისში, რუსთავსა და დუშეთში. საპარტნიორო შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს რაგბის კავშირი დაეხმარება ყაზახეთსა და აზერბაიჯანს თავიანთი სარაგბო ნაკრებების უკეთ მომზადებაში, ასევე გადაუმზადებს მათ მწვრთნელებს, მსაჯებს და მენეჯერებს, დაეხმარება საბავშვო რაგბის განვითარებაშიც.

უკვე წელს, ზაფხულში ყაზახეთის ქალთა სარაგბო ნაკრები, რომელსაც წინ საერთაშორისო ტურნირი ელის, საწვრთნელ შეკრებას ქართველი სპეციალისტების დახმარებით საქართველოში გაივლის.

იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის
კავშირის პრეზიდენტი: „ეს თანამშრომლობა ერთგვარი სარაგბო აბრეშუმის გზა იქნება ჩვენი ქვეყნებისთვის. ქართულმა რაგბიმ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და დღეს ამ სპორტში რეგიონის ლიდერია. შესაბამისად, მზად ვართ მეგობარ ქვეყნებსაც გავუწოდოთ დახმარების ხელი“.

Sportall.Ge

აიგულ ჯარტიბაევა, ყაზახეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „ქართული რაგბის სტილი და ხარისხი ფრანგულს შეესაბამება, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში და, შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართველი სპეციალისტები შეძლებენ ჩვენს სარაგბო ნაკრებს მნიშვნელოვანი ბიძგი მისცენ კონსულტაციისა თუ წვრთნების გზით“.

Rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
Британелебс хо васцавлет шеркинеба ахла схвебсац васцавлот рагецееби ром мале могвигон(((
Левани
19 ივლისი 2023 17:55
1
ოსებს,სომხებს,ქარტული ცეკვა ვასცავლეტ,დგეს კი გვედავაებიან ცჰვენიაო.იაპონელები სოპელ სოპელ დაეტრეოდენენ ქარტული ცჰიდაობის ილეტების სჰესასცავლად დგეს არც კი კადრულობენ ტურნირებზე ცჰამოსვლას.როდის უნდა ვისცავლოტ ცჰკუა.აი ამ ტოლერანტობამ დაგუპა საქარტველო. და კიდევ რამდენი რამ.დაპიქრდიტ
mesi
19 ივლისი 2023 13:21
0
კიმ ჩენ ირი და ტყემალაძე ერთ მაღაზიაში შოპინგობენ ეტყობა)))
გიუშა
17 ივნისი 2023 07:02
9
რაგბი ისეთი თამაშია, რომელიც ყველგან ვერ იკიდებს ფეხს, რაღაც ეროვნული თავისებურობებზეა დამოკიდებული, გერმანია მაგ. ყველა სპორტში მაგარია მაგრამ რაგბი უცხოა მათთვის, არა მგონია ჩვენ მეზობლებში ფეხი მოიკიდოს
ალეკსანდრე
16 ივნისი 2023 10:42
1
ძალიამიერი სპორტია რაგბი და გერმანიაში იმიტომ ვერ მოიკიდა ფეხი. გერმანელები არ არიან ძალიამიერ სპორტში, ძლიერები. ყაზახები და აზერები კიდე ძლიერები არიან ძალისმიერ სპორტში.
ოთარი
04 ივლისი 2023 23:58
1
ქართველების ნატურალიზება თუ მოხდება ეგ იქნება საუკეთესო დახმარება მაგათთვის
ვარლამი,პოლონეთიდან
16 ივნისი 2023 08:52
11
აი, რატომ უნდა დაეხმარო?!
ლაშა
15 ივნისი 2023 20:17
5
ფრანგებმა ქართველებში დაინახეს ჟინი და სწრაფვა პროგრესისა ამ სპორტის სახეობის მიმართებით, რადგან ლელობურთი ოდესღაც ჩვენი სპორტი იყო, მაგრამ, ჯერ ერთი, ოზერი არ არის ღირსი და მეორე, ეს ყოველივე ფულის გამო კეთდება და არა კეთილი ნების გამო და იმიტომ!...
ლაშა
15 ივნისი 2023 22:09
2
შენ რატომ დაგეხმარნენ ფრანგები? რატომ მუშაობდა კლოდ სორელი აქ?
მინდია
15 ივნისი 2023 21:06
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული