ქართული რაგბი

ასაკობრივი ნაკრებები

U20: უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს ჩემპიონატი ზელანდიასთან მარცხით დაიწყეს

AutoSharing Option
7 ივნისს, მანჩესტერის გარეუბან სელფორდში საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გამართა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ და 0:55 დამარცხდა.

პირველ ტაიმში ზელანდიელებმა 5 ლელო გაიტანეს, რომელთაგანაც 3 გარდასახეს - 31:0.

მეორე ტაიმში უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" კიდევ 4 ლელო გაუშვეს და მატჩი 0:55 დათმეს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეორე შეხვედრას 11 ივნისს გამართავს უელსის ნაკრების წინააღმდეგ. პულში ჩვენი გუნდის კიდევ ერთი მეტოქე ირლანდიაა.