ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საერთაშორისო სერიის მეორე შეხვედრა გამართა და არგენტინასთან დიდი ანგარიშით მარცხის (10:82) შემდეგ, ურუგვაის ნაკრებთან მშვენიერი 60 წუთი ჩაატარა, თუმცა დარჩენილ დროში დამარცხდა.

ქართველმა მორაგბეებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მე-9 წუთზე ლელოც დადეს - მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანი ალექსანდრე ქუნთელიამ აიღო. პირველ ტაიმში 10:8 გავიმარჯვეთ.

ერთი საათის გასვლის შემდეგ ურუგვაელები გააქტიურდნენ და თითქოს ცხადი გახდა, გამარჯვების ბოლომდე მიყვანა რომ გაგვიჭირდებოდა. მალე მეტოქე წინაც გაიჭრა და უპირატესობაც მოიპოვა.

"უმცროს ბორჯღალოსნებს" არაერთი სათამაშო წუნი ჰქონდა, განსაკუთრებით, დერეფანში თამაშში. საბოლოო ანგარიში 20:15 ურუგვაელების
სასარგებლოდ.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 28 ივნისს სამხრეთ აფრიკას შეხვდება, ტურნირს კი 3 ივლისს, მესამე ადგილისთვის შეხვედრით დაასრულებს.


alt"უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინასთან განადგურდნენ


მკითხველის კომენტარები / 2 /
გაპარტახების გზას ადგას ქართული რაგბი!!! თევზი თავიდან ყროლდება, ფედერაციაში რა დურდომიც ხდება ის აისახება ყველა ასაკობრივ ნაკრებზეც...
toma
17:14 23-06-2021
0
რატო ამართლებთ? ურუგვაიმაც გვაჯობა. ურუგვაი, ვაი, ვაი, ვაი.
ერიჰაა
16:53 23-06-2021
0

სიახლეები პოპულარული