ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

ტონგა-საქართველოს სტატისტიკა: "ბორჯღალოსნები" ისტორიას წერენ

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" ტონგასთან გამარჯვებით ქართული რაგბის ისტორიაში შევიდნენ.


შეხვედრაში რამდენიმე გამორჩეული ფაქტი დაფიქსირდა. გთავაზობთ ტონგა-საქართველოს საინტერესო სტატისტიკას.

* პირველად ქართული რაგბის ისტორიაში "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს თასის პირველივე მატჩი მოიგეს

* "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს თასებზე მესამე მატჩი მოიგო

* 18 წლის ვასილ ლობჟანიძე მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეა

* მერაბ კვირიკაშვილმა 86-ე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა, ამ მაჩვენებლით მან ირაკლი აბუსერიძეს (85) გადაუსწრო

* ტონგასთან შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" 213 ბოჭვა გააკეთეს, ტონგელებმა კი 48

* კვირიკაშვილის ორი
ზუსტი გარდასახვით "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო თასებზე 11 ლელო და შესაბამისად 11 გარდასახვა მიითვალეს

* ტონგა-საქართველოს მატჩის საუკეთესო მორაგბედ მამუკა გორგოძე დასახელდა