საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ივნისის ტესტ-მატჩები წარმატებული გამოუვიდა. იტალიის ნაკრები ისტორიულ შეხვედრაში (28:19) დავამარცხეთ, რასაც პორტუგალიასთან (23:14) გამარჯვებაც მოჰყვა. მართალია, არგენტინა XV-სთან (24:30) დავმარცხდით, თუმცა ლევან მაისაშვილის გუნდმა ეს მატჩი უფრო იტალიელებთან მოსამზადებლად გამოიყენა.

თვალშისაცემი იყო, რომ საქართველოს ნაკრებმა ხაზში თამაში გააუმჯობესა, დავით ნინიაშვილმა კი უკვე მსოფლიო მედია აალაპარაკა. SPORTALL.GE ბოლო შეხვედრების კიდევ ერთ გამორჩეულ მორაგბეს, მგეზავ თედო აბჟანდაძეს ესაუბრა, რომელსაც ახლა საკლუბო დონეზე ცვლილებები აქვს.

- იტალიის ნაკრებთან გამარჯვება სამომავლოდ რას შეცლის როგორც საქართველოს ნაკრებში, ასევე მსოფლიო რაგბის დამოკიდებულებაში?

- იტალიის დამარცხებით საკუთარი ძალების რწმენა გაგვიძლიერდა და დავრწმუნდით, რომ ღირსეული თამაში პირველი დონის მეტოქეებთანაც შეგვიძლია. ეს წარმატება მომავალში ძალიან დაგვეხმარება. რაც შეეხება იმას, ყოველივე მსოფლიო რაგბის დამოკიდებულებაში დიდ ცვლილებებს რამდენად გამოიწვევს, რთული სათქმელია. საჭიროა კიდევ რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა გავმართოთ და გავიმარჯვოთ, რაც შედეგს ამ მიმართულებითაც აუცილებლად მოგვცემს.

- მოსაწონი იყო, რომ ხაზის თამაშში გამოირჩეოდით და "ბორჯღალოსნები" მხოლოდ შერკინებასთან აღარ ასოცირდება. რას უკავშირებ ასეთ პროგრესს?

- გეთანხმებით, ხაზში ყველანი მაღალი დონის მორაგბეები ვართ. წნეხის დროს თამაშს კარგად ვუმკლავდებოდით და მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალებას არ ვაძლევდით. გარდა ამისა, იგრძნობოდა, რომ კარგად ვიყავით შეთამაშებულნი და ეს კიდევ ერთი დადებითი ნიშანია, რაც ივნისის ტესტ-მატჩებმა დაგვანახა.

- ხაზის მოთამაშე დავით ნინიაშვილზე ცალკე უნდა გკითხო. ბევრმა ის უკვე მსოფლიო დონის მოთამაშედ მონათლა. მის წარმატებას რა ფაქტორები განაპირობებს?

- სრულად ვიზიარებ, რომ ნინიაშვილი ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა. მან ეს არა მხოლოდ სანაკრებო, არამედ საკლუბო მატჩებშიც დაამტკიცა. მხოლოდ "ჩელენჯ ქაფის" ფინალი რომ ავიღოთ, მისი ვიზავი აშკარად დაჯაბნა, რაც 19 წლის ბიჭისთვის მარტივი ნამდვილად არაა.

დათო ნიჭიერი, შრომისმოყვარე და კარგი გაგებით "თავხედია". მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, მინდვრის რა მონაკვეთშია, ვინაა მეტოქე, რა ანგარიშია ტაბლოზე და სხვა ფაქტორებს. დათოს მთავარი სურვილი ხაზის გაჭრა, შეტევა და ლელოს დადებაა.

- თაობათა ცვლა - ეს პროცესი ნაკრებში რამდენად სწრაფად და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს?

- თაობათა ცვლა ნამდვილად კარგად მიმდინარეობს. გუნდში უკვე ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა. ეს პროცესი მუდმივად გრძელდება. ახლაც ჩაჩანიძისა და შვანგირაძის დებიუტი ვნახეთ. დებიუტანტები მუდმივად გვყავს და თამამად ვიტყოდი, ისინი ამართლებენ!

- "ბრივში" გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებდი, როცა მთავარი მგეზავი ვერ გახდი? გუნდში 8 ქართველი იყავით და გასახსენებელი ბევრი გექნებათ...

- "ბრივში" გატარებული პერიოდი კარგად არ მახსენდება, ვერ შევძელი, ბევრი მეთამაშა და ძირითადი "ათიანი" გავმხდარიყავი. სამწუხაროდ, თავის გამოსაჩენად მცირე შანსი და სათამაშო დრო მეძლეოდა. რაც ყველაზე სასიამოვნო იყო - "ჩელენჯ ქაფზე" "სტად ფრანსესთან" სტუმრად გავიმარჯვეთ, რაც ჩვენს გუნდს მათთან ასე უჭირდა. შეხვედრაში 6-7 ქართველი ვმონაწილეობდით და თითქმის ყველა ქულაში მონაწილეობა მივიღეთ.

- მომავალ საკლუბო გეგმებზე რას გვეტყვი? გასული წლების საუკეთესო ქართველი მექულე pro d2-ის "მონტობანში", ოთია გიორგაძესთან ერთად ითამაშებ. რატომ შეჩერდა ეს არჩევანი?

- საკმაოდ კმაყოფილი ვარ. როცა "ბრივმა" თქვა, რომ გუნდში არ მიტოვებდნენ, "მონტობანში" ჩვენ მიმართ დიდი ინტერესი გამოავლინეს. მჯერა, კარგი გუნდი გვეყოლება, მაღალ მიზნებს ვისახავთ და პლეი-ოფში თამაში გვსურს.

- საუკეთესო თანაგუნდელის, მწვრთნელის, ჩატარებული მატჩისა და ყველაზე ძლიერი მეტოქის გამორჩევა თუ შეგიძლია?

- რომელიმე თანაგუნდელის ან მწვრთნელის გამოყოფა გამიჭირდება. რაც შეეხება საუკეთესო თამაშს, ასეთად სამოასთან სანაკრებო დებიუტსა და სწორედ იტალიასთან ცოტა ხნის წინანდელ მატჩს დავასახელებდი. მჯერა, ეს მხოლოდ დასაწყისია და უკეთესი წინ მელოდება. რაც შეეხება ყველაზე რთულს, შოტლანდიასთან და ალი პრაისთან დაპირისპირებას აღვნიშნავდი.

- რას შეცვლიდი აქამდე განვლილ კარიერაში და რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

- ყოველთვის შეიძლება ვთქვათ, რომ უკეთესად გამოსვლის სურვილი იყო. რაცაა, ესაა, წინ ახალი გამოწევები და შესაძლებლობებია, რისთვისაც მუდმივად უნდა იბრძოლო. სათამაშო დრო უნდა გამეზარდოს და კარიერული წინსვლა მქონდეს, რათა მსოფლიო თასზე კარგ ფორმაში ვიყო და ამით "ბორჯღალოსნებს" გამოვადგე.

გურო
სხვათაშორის მონტობანში მირიან ბურდულიც თამაშობს
სოსო
ეგრე რა!მშვენიერი ინტერვიუა!არავისზე ნაკლებები არა ხართ,რომ სხვის სტატიებზე ინადიროთ.თუ საქმეს პასუხისმგებლობით მიუდგებით,მალე სხვები დაიწყებენ თქვენ გადაბეჭდვას.
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
მთავარი სამიზნეა - "ბაიერნი" ენტონი გორდონის შეძენას შეეცდება
წასვლა და დაბრუნება საყვარელ გუნდში - ირაოლა სავარაუდოდ, ყოფილ გუნდში იმუშავებს
მესის ახალი მწვრთნელი ეყოლება - მასკერანომ მაიამის "ინტერი" მოულოდნელად დატოვა
"ლივერპული" - პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულს" ისევ მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
[VIDEO] კვლავ ბოლო იმედის ჯარიმა და წითელი - "ბარსამ" "ატლეტიკო" დაამარცხა, თუმცა ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა
"ლივერპული" - პსჟ. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ვან დეიკი: გვჯერა, ისევ შეგვიძლია ისტორიის დაწერა
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე 13 ქართველი იასპარეზებს
"ფეხბურთში აგენტი ვამპირი და შანტაჟისტია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა
"მილანი" არ გამოისყიდის - ფიულკრუგი ზაფხულში "ვესტ ჰემში" დაბრუნდება
გარსიას გაყიდვას უპირებენ - ახალგაზრდა ესპანელი სავარაუდოდ, "რეალს" დატოვებს
15 მილიონი 17 წლის ტალანტში - დონეცკის "შახტარი" ბრაზილიელ ფეხბურთელს იმატებს
ძალიან სარფიან წინადადებაზე უარი არ თქვა - უკრაინელები რებროვის წასვლაზე წერენ და მის შემცვლელს ასახელებენ
გამოირიცხა - კონტე იტალიის ნაკრებში არ დაბრუნდება
უკრაინას 2026 წლის მუნდიალზე თამაშის შანსი კიდევ აქვს? - რას წერს ადგილობრივი პრესა FIFA-ს ჩანაფიქრზე
"აკადემიურად სრული ჩავარდნა ჰქონდა, სკოლაში სწავლა არ უყვარდა" - მესის ყოფილი თანაგუნდელი ლეოს "ბარსელონას" აკადემიის პერიოდზე
დასაფასებელი საქციელი მატჩამდე - პსჟ-ის დელეგაციამ ჟოტას მემორიალსა და ჰილსბროს ტრაგედიისას გარდაცვლილებს, პატივი მიაგო
მუნდიალზე 45 წლის ასაკში - რონალდო 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშსაც გეგმავს
დიდი ქართული დაპირისპირება - "კვარას" სეზონის MVP სურს!..
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო