საქართველო-იაპონია 22:28 [ტექსტური LIVE]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩს იაპონიის ნაკრებთან მართავს.

თბილისში, მიხეილ მესხის სახლეობის სტადიონზე შეხვედრა დაიწყო.

"ბორჯღალოსნებმა" თამაში კარგად დაიწყეს და შერკინებასა და დერეფანში უკეთესად გარჯის წყალობით, პირველ წუთებში უპირატესობაც მოიპოვეს და ლელოს დადებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ პირიქით კი მოხდა - ანგარიში სტუმრებმა გახსნეს.

მე-9 წუთზე იაპონელებმა სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ლელო დაგვიდეს. თავი კოიტო მიცუშიმამ გამოიჩინა. ჰიკარე ტამურამ კი ვერ გარდასახა - 0:5.

მე-17 წუთისთვის სტუმრებმა ჯარიმა გაგვიტანეს. ტამურამ შედარებით რთული პოზიციიდან გაიტანა - 0:8.

24-ე წუთისთვის მამუკა გორგოძემ
მეტოქის ჩათვლის მოედანში შეაღწია, მაგრამ იაპონელებმა ბურთი მიწაზე არ დაადებინეს.

26-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" ლელო მაინც დადეს - ქართველი მორაგბეების იერიშის შემდეგ ბურთი ვიტო კოლელიშვილმა დაამიწა. მერაბ კვირიკაშვილმა ვერ გარდასახა.

38-ე წუთზე ქართველებმა მორიგი ლელო მიითვალეს. საკმაო მანძილის გარბენის შემდეგ, იაპონელთა ჩათვლის მოედანში ვასილ ლობჟანიძე შეიჭრა. ბოლო წამს მეტოქემ მას ბურთის მიწაზე დადებაში ხელი შეუშალა. საკამათო ეპიზოდის განსახილველად არბიტრს დამხმარე მსაჯებთან საკმაოდ ხანგრძლივი კონსულტაცია დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ მიიღო. მერაბ კვირკაშვილმა ზუსტად გარდასახა - 12:8.

შესვენების შემდეგ იაპონელებმა კიდევ ერთი ლელო ქართველი მორაგბეების მიერ შეტევაში დაშვებული უხეში შეცდომის შემდეგ დადეს. ლომაკე ლემეკიმ მთელი მოედანი გაირბინა და ლელო დაგვიდო, ტამურამ ვერ გარდასახა - 12:13.

საპასუხო ლელო "ბორჯღალოსნებმა" მალევე გაიტანეს. 50-ე წუთზე მასპინძელთა შეტევა ბექა ბიწაძემ დააგვირგვინა. "მეკომ" გარდასახვა გაიტანა და ანგარიშში 6 ქულით დავწინაურდით.

57-ე წუთზე კვირიკაშვილის საჯარიმო ზუსტი გამოდგა - 22:13.

მე-60 წუთისთვის იაპონელებმა ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ ლელო დაგვიდეს. თავი კვლავაც ლემეკიმ გამოიჩინა, ტამურამ კი გარდასახა - 22:20.

სტუმრებმა თავბრუ დაგვახვიეს - 3 წუთში მორიგი ლელო კენკი ფუკუოაკამ დაგვიდო და თავისიანები ანგარიშში დააწინაურა. ტამურამ რთული პოზიციიდან ვერ გარდასახა - 22:25.

"ბორჯღალოსნები" კაცნაკლულები დარჩნენ - მსაჯმა საქართველოს ნაკრების დებიუტანტი ანზორ სიჭინავა გაასინბინა.

75-ე წუთისთვის იაპონელებმა კიდევ ერთი საჯირიმო გაიტანეს და ახლა "ბორჯღალოსნებს" მატჩის ბედის შემოსატრიალებლად დარჩენილ დროში მხოლოდ ლელო და გარდასახვა სჭირდებათ.

"ბორჯღალოსნების" ბოლო იერიში უშედეგოდ დასრულდა. მატჩი დასრულდა - იაპონიამ გაიმარჯვა!

ნოემბრის ტესტები
12.11. მიხეილ მესხი.
საქართველო-იაპონია 22:28
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. მამუკა გორგოძე, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. ბექა ბიწაძე
16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლაშა ლომიძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ანზორ სიჭინავა
იაპონია: 15. კოტარო მაცუშიმა, 14. ლომანო ლემეკი, 13. ტიმოთი ლაფაელე, 12. ჰარუმიში ტატეკავა, 11. კარნე ჰესკეჩი, 10. ჰიკარე ტამურა, 9. ფუმიაკი ტანაკა. 1. სატროში ნაკატანი, 2. შოთა ჰორი, 3. ეიშირო იტო, 4. კოტარე იატაბე, 5. კიოსუკე კაჯიკავა, 6. მალგენე ილაუა, 7. შუნსუკე ნუნომაკი, 8. ამანაკი მაფი
16. ტაკეში ჰინო, 17. მასატაკა მიკამი, 18. იასუ იამაჯი, 19. სამუელა ანისე, 20. უვე ჰელუ, 21. კეისუკე უჩიდა, 22. ამანაკი ლოტოაჰეა, 23. კენკი ფუკუოაკა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
რომ გვაჯობეს გასაგებია,მაგრამჩვენთვის ეს პირველი თამაში იყო,იაპონიამ კი ერთი კვირის წინ უკვე ითამაშა არგენტინასთან და ამიტომ უფრო დალაგებული ჩანდა,თანაც არგენტინა და ჩვენ დაახლოებით ერთ სტილში ვთამაშობთ,ამიტომ ის თამაში იაპონიისთვის მოსამზადებელი იყო ჩვენ წინააღმდეგ სათამაშოდ.მათთვის ჩვენთან მოგება უფრო მნიშვნელოვანია სარეიტინგოდ და არგენტინაც გაცილებით ძლიერია მათზე,ასე რომ იქ წააგეს ,მაგრამ შეთამაშდნენ,აქ კი უკვე ამითდა სისწრაფით გვაჯობეს.
არა უშავს,ამ ჯერზე ვერ ვაჯობეთ,მომდევნოზე გავიმარჯვებთ.
სოსო
19:40 12-11-2016
0
წავაგეთ ჩვენზე სწრაფ და უკეთ ორგანიზებულ გუნდთან. რა ვუყოთ, მეთერთმეთე ადგილი რეიტინგში დღეს ჩვენი მაქსიმუმია--რაც თავისთავად საამაყოა და ცალსახად ნიშნავს იმას რომ--რაგბი ჩვენი თამაშია!
ფერნანდო
17:56 12-11-2016
0

სიახლეები პოპულარული