Lequipe: მამუკა გორგოძე "ტულონთან" კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს

AutoSharing Option
Lequipe-ის ინფორმაციით, 31 წლის ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე, გავრცელებული ხმების მიუხედავად, "ტულონში" კონტრაქტის დასრულებამდე აპირებს დარჩენას. მეტიც, მხარეები თითქმის შეთანხმდნენ ხელშეკრულების განახლებაზე.

"დეკემბერში გავრცელდა ხმები, რომ ქართველი მორკინალი მამუკა გორგოძე "ტულონიდან" წავიდოდა, თუმცა ეს არ მოხდება. ქართველს "ტულონთან" 2017 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი და გაისად ის ისევ ამ კლუბში იქნება.

მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით, 2018 წლის ივნისამდე გაგრძელდება. ამ წუთისთვის მოლაპარაკება ფინიშის სწორზეა და ყველაფერი მალე მოგვარდება", - წერს ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული