რაგბი. ლეგიონი: ქართველების შვიდი გუნდი ელიტისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში რეგულარული გათამაშება დასრულდა. პლეი ოფში ქართველ მორაგბეთა შვიდი გუნდი გავიდა. ესენია: "ანგულემი", "მასი", "ლიმოჟი", "რუენი", "ოში", "კასტანე" და "შამბერი".

A ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო შალვა სუთიაშვილის, ლაშა თავბერიძისა და საბა ქართველიშვილის "ანგულემმა", რომელმაც ბოლო ტურში სტუმრად "ანგლეს" მოუგო - 5:26 და 72 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. სუთიაშვილმა, რომელიც თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, მე-80 წუთზე ლელო გაიტანა. ჩვენებურთა გუნდი პირდაპირ მეოთხედფინალში გავიდა.

"ანგულემს" შვიდი ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილზე დაასრულა რეგულარული გათამაშება დავით დადუნაშვილის, ხვიჩა
ბუჯიაშვილისა
და დავით აშვეთიას "მასიმ". პარიზელებმა ბოლო ტურში შინ დიდი ანგარიშით სძლიეს მესამეადგილოსან "ტიროსს" - 57:3. აშვეთიამ 79-ე წუთზე ლელო გაიტანა.

B ჯგუფში საუკეთესო შედეგი ბაჩუკი გუჯარაიძის, ლადო გუნიავასა და ნიკოლოზ კაზალიკაშვილის "ლიმოჟს" აქვს, რომელმაც 58 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. ლომოჟელებს სამი ქულით ჩამორჩა ოთარ ტურაძის "რუენი", რომელმაც ბოლო ტურში სტუმრად მოუგო "ტულეს" - 41:20.

C ჯგუფში ილია კაიკაციშვილისა და თორნიკე ლომიძის "ოში" ერთი ქულით ჩამორჩა პირველ ადგილზე გასულ "ვანს". პლეი ოფში ითამაშებს ასევე მესამეადგილოსანი,  გალაქტიონ გაგნიძის "კასტანე".

D ჯგუფში იყოჩაღა ბექა ბიწაძის "შამბერიმ", რომელმაც 64 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. ბოლო ტურში შამბერელებმა შინ "ობენას მოუგეს - 12:0. ბიწაძემ 41-ე წუთზე ლელო გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შალვა სუთიაშვილის, ლაშა თავბერიძისა და საბა ქართველიშვილის !!!
giorgi
17:11 19-05-2016
0

სიახლეები პოპულარული