მამუკა გორგოძე: მეუღლესთან უთანხმოების მიუხედავად, საქართველოში დავბრუნდები

AutoSharing Option
ფრანგულმა "ეკიპმა" მამუკა გორგოძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც გამოცემის ვებსაიტზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ინტერვიუს წინათქმაში მამუკა სამშობლოზე საუბრობს:

"საქართველო ჩემი ქვეყანაა, კარიერას რომ დავასრულებ, იქ დავბრუნდები. საფრანგეთში, უბრალოდ, ვმუშაობ. ამის გამო მცირე უთანხმოებაც კი მაქვს მეუღლესთან. არა, ის საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ შვილების გამო შიშობს.

ისინი საფრანგეთში იზრდებიან და საქართველოში ცხოვრება შეიძლება გაუჭირდეთ. მე ეს მესმის, მაგრამ შექმნილი სტერეოტიპის მიუხედავად, საქართველო სულაც არ არის საშიში ქვეყანა.

იქ ცხოვრება უფრო უხიფათოა, ვიდრე საფრანგეთში, რადგან კრიმინალის დონე ჩვენთან უფრო მცირეა.

კი, რა
თქმა უნდა, ისეთი მეზობლების გამო, როგორც რუსეთია, ჯერ კიდევ გვაქვს პოლიტიკური და სტრატეგიული პრობლემები, ქვეყანა ნაკლებად სტაბილურია, მაგრამ საქართველო დიდებული ქვეყანაა, ხალხიც უფრო თბილია", - აცხადებს გორგოძე "ეკიპთან" ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები / 23 /
ჩემი სამშობლო ყველაფერს ჯობიაო,გენაცვალე ოქრო ხარ.
asea es
30 აპრილი 2016 12:40
0
კაცი რომ დაიბადება კაცად ის ბოლომდე იქნება სამაგლითო

აი ასეთები უნდა გვყავდეს ბლომად რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ მაგაკითებით იცხოვროს და იქნებ 50 წლის მერე გვეშველოს რამე
დიტო
30 აპრილი 2016 10:47
0
ადამიანობის და კაცობის ეტალონია ეს კაცი ჩემთვის!
ალექსანდრე
30 აპრილი 2016 10:31
0
აუ რა მაგარი კაციააა
vigac
30 აპრილი 2016 00:03
0
გაიხარეტ მამუკა!! კარტველებს ღმერტმა სამოტხე გვაჩუკა , მაგრამ ვიციტ ამის პასი?? მოვლა? Oჰ ღმერტო მოგვანიჭე მეტი გონება და გააძლიერე საკარტველო კარტველების ნებისყოპიტ, შრომიტ და ერტობიტ!!!!
ani
29 აპრილი 2016 21:22
0
მამუკა გორგოძე არის ნაღდი ქართველი და მამულიშვილი. ბევრჯელ დაუმტკიცებია თავგანწირვით და და მომავალშიც სამაგალითო იქნება ბევრისთვის. ყველა მამუკასავით რომ ფიქრობდეს ქვეყანა უფრო ძლიერი იქნება!
levani
29 აპრილი 2016 20:14
0
ჯიგარსონ!!!
დავითი
29 აპრილი 2016 19:30
0
გაიხარე მამუკა,შენნაირი მოქალაქე რაც მეტი გვეყოლება,მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის!
ალეკსანდრე
29 აპრილი 2016 18:50
0
სრულიად ვეთანხმები. მამუკა დიდებული მოქალაქეა.
მაია
29 აპრილი 2016 18:22
0
მამუკა ვიცოდი რომ მაგარი ადამიანი ხარ მაგრამ ეგეთი პირდაპირი თუ იყავი არ ვიცოდი; მაშ საფრანგეთს საქართველო სჯობია არა? გენაცვალე სულში და გულში
nika
29 აპრილი 2016 18:18
0

სიახლეები პოპულარული