რაგბი. ლეგიონი: ოთარ გიორგაძემ "კლერმონში" სადებიუტო მატჩშივე ლელო დადო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-10 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შემდეგაც სატურნირო ცხრილის პირველ ხუთ საფეხურზე ქართველ მორაგბეთა გუნდები დამკვიდრდნენ. ესენია: "კლერმონი", "ტულონი", "ლა როშელი", "მონპელიე" და "ტულუზი".

გათამაშებას კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის "კლერმონი".

"ვულკანების" შემადგენლობაში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მესამეახაზელის, ოთარ გიორგაძის დებიუტი შედგა, რომელიც წარმატებული გამოდგა ახალგაზრდა ქართველისთვის. მან "გრენობლთან" მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს მეტოქის ლელოს რაკიდან მოულოდნელად შეუტია და მეტოქის ორ მორკინალთან ჭიდილში ბურთი ჩათვლის მოედანში დაამიწა.

ისე გამოვიდა, რომ ჩვენებურის
ლელო გადამწყვეტი აღმოჩდა კლერმონელებისთვის, რომლებმაც მეტოქე მინიმალური სხვაობით, 21:20 დაამარცხეს. გიორგაძე 56-ე წუთზე კოლელიშვილმა შეცვალა; ძირითად შემადგენლობაში იყო ზირაქაშვილიც, რომელმაც მოედანი 64-ე წუთზე დატოვა.

ასევე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა შინ "კასტრი" ვასილ კაკოვინის "ტულუზმა" - 16:15. ამ გუნდების თამაში ერთგვარი დერბია და მუდამ დაძაბულ, უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობს. პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს კიდეც - 12:3. თუმცა შესვენების შემდეგ "ტულუზმა" მატჩში გარდატეხის შეტანა შეძლო და მეზობლები მხოლოდ ერთ საპრემიო ქულას დააჯერა. კაკოვინი თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო.

კონსტანტინე მიქაუტაძის, მიხეილ ნარიაშვილის, დავით ქუბრიაშვილის, შალვა მამუკაშვილისა და გაგი ბაზაძის "მონპელიემ" სტუმრად წააგო პარიზულ "მეტრო რასინგთან" - 9:21. მარცხის მიუხედავად, "მონპელიემ" მაინც შეძლო ლიდერთა შორის ადგილის შენარჩუნება.

ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ მიქაუტაძე იყო, რომელიც 62-ე წუთზე შეცვალეს. იმავდროულად თამაშში ჩაერთნენ ნარიაშვილი, ქუბრიაშვილი და მამუკაშვილი. ბაზაძე განაცხადში არ იყო.

კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივმა" შინ დავით ხინჩაგიშვილის "ბაიონი" დაამარცხა - 26:9 და ლიდერებს მიუახლოვდა.

ბეკოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს, ასეიშვილი მოედანზე შვიდი წუთის შემდეგ გამოჩნდა. ლობჟანიძე და ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყვნენ.

მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" სტუმრად წააგო დივიზიონის დებიუტანტ "ლიონთან" - 13:27. ჩილაჩავა 48-ე წუთზე შეცვალეს, გორგოძემ ცხრა წუთით მეტი ითამაშა.

TOP 14. X ტური
ბორდო-სტად ფრანსე 37:19
ბრივი-ბაიონი 26:9
კლერმონი-გრენობლი 21:10
ტულუზი-კასტრი 16:15
რასინგი-მონპელიე 21:9
ლა როშელი-პო 27:6
ლიონი-ტულონი 27:13.

ქართველი ლეგიონერები
დავით ხინჩაგიშვილი (ბაიონი) განაცხადში არ იყო
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში (57 წთ)
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) ძირითადში (48 წთ)
ბადრი ალხაზიშვილი (ტულონი) განაცხადში არ იყო
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (62 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე) ძირითადში (62 წთ)
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (62 წთ)
შალვა მამუკაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (62 წთ)
გაგი ბაზაძე (მონპელიე) განაცხადში არ იყო
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) შეცვლაზე (73 წთ)
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) შეცვლაზე (49 წთ)
სოსო ბეკოშვილი (ბრივი) ძირითადში (50 წთ)
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) შეცვლაზე (57 წთ)
ვასილ ლობჟანიძე (ბრივი) განაცხადში არ იყო
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ძირითადში (64 წთ)
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) შეცვლაზე (56 წთ)
ოთარ გიორგაძე (კლერმონი) ძირითადში (56 წთ) ლ
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ჯავახია (ლიონი) განაცხადში არ იყო.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. კლერმონი 10 7 2 1 +102 36(4)
2. ლა როშელი 10 5 2 3 +67 30(5)
3. მონპელიე 10 6 0 4 +50 27(3)
4. ტულონი 10 5 1 4 +41 27(5)
5. ტულუზი 10 6 0 4 +11 27(3)
6. ბორდო 10 6 0 4 +18 26(2)
7. რასინგი 10 6 0 4 +10 26(2)
8. ბრივი 10 5 1 4 -29 23(1)
9. კასტრი 10 4 1 5 +36 21(3)
10. ლიონი 10 4 2 4 -23 21(1)
11. სტ.ფრანსე 10 4 1 5 -6 20(2)
12. პო 10 3 0 7 -47 17(5)
13. გრენობლი 10 2 0 8 -112 12(4)
14. ბაიონი 10 1 2 7 -118 8(0)

მეორე დივიზიონში ლიდერი შეიცვალა. სატურნირო ცხრილს სათავეში "კოლომიე" მოექცა, რადგან ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის "ოიონაქსმა" შინ შეძლო უშუალო კონკურენტისა და აწ უკვე ყოფილი ლიდერის: ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილის, გიორგი შარაშიძისა და მერაბ შარიქაძის "ორიაკის" დამარცხება - 24:19.

შარიქაძემ სრულად ითამაშა და 35-ე წუთზე ლელო გაიტანა, თავიდან ბოლომდე ითამაშა მირცხულავამაც, რომელიც 22-ე წუთზე გაასინბინეს, ხატიაშვილი მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა, სხვა ქართველებს არ უთამაშიათ.

"ოიონაქსს" და "ორიაკს" კვალში უდგას თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "აჟენი", რომელმაც სტუმრად წააგო "ნარბონთან" - 33:43. თეთრაშვილი თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო, ახობაძე მოედანზე 64-ე წუთიდან გამოჩნდა. მჭედლიძე განაცხადში არ იყო.

PRO D2. X ტური
ოიონაქსი-ორიაკი 24:19
ალბი-ანგულემი 23:16
ბეზიე-მარსანი 9:17
კარკასონი-ბურგუენი 19:10
დაქსი-მონტობანი 21:24
ნარბონი-აჟენი 43:33
ბიარიცი-ვანი 22:23
პერპინიანი-კოლომიე 22:26.

ქართველი ლეგიონერები
გიორგი ვეფხვაძე (ოიონაქსი) განაცხადში არ იყო
ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი) ძირითადში სინ
შალვა სუთიაშვილი (ანგულემი) შეცვლაზე (59 წთ)
ლაშა თავბერიძე (ანგულემი) განაცხადში არ იყო
ლაშა ლომიძე (ბეზიე) განაცხადაში არ იყო
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) განაცხადში არ იყო
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ძირითადში ლ
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) შეცვლაზე (67 წთ)
ბექა შეყლაშვილი (ალბი) ძირითადში (52 წთ)
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) ძირითადში (56 წთ)
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) განაცხადში არ იყო
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) განაცხადში არ იყო
ვახტანგ ახობაძე (აჟენი) შეცვლაზე (64 წთ)
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) შეცვლაზე (55 წთ)
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) განაცხადში არ იყო
ვახტან მაისურაძე (ვანი) განაცხადში არ იყო
არჩილ ბეჟიაშვილი (ვანი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნაცარაშვილი (კარკასონი) ძირითადში (58).

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. კოლომიე 10 7 0 3 +91 31(3)
2. ოიონაქსი 10 6 0 4 +63 30(6)
3. ორიაკი 10 6 0 4 +39 29(5)
4. აჟენი 10 6 1 3 +18 28(2)
5. მონტობანი 10 6 0 4 +48 26(2)
6. მარსანი 10 5 0 5 +11 25(5)
7. კარკასონი 10 5 1 4 +11 23(1)
8. ანგულემი 10 5 1 4 -12 23(1)
9. დაქსი 10 5 0 5 -31 23(3)
10. ვანი 10 4 2 4 -15 22(2)
11. პერპინიანი 10 4 1 5 -10 22(4)
12. ბიარიცი 10 4 0 6 +8 20(4)
13. ნარბონი 10 5 0 5 -35 20(0)
14. ბეზიე 10 3 0 7 -31 15(3)
15. ალბი 10 3 1 6 -73 15(1)
16. ბურგუენი 10 2 1 7 -82 12(2)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
თან ეგ 9 ნომერი მორგან პარაა :D საფრანგეთის ნაკრების 9 ნომერი, მოკლედ ვითარდება რაგბი და ბიჭები წინ მიდიან.
qomag-ს
20:04 07-11-2016
0
ხალხო მასიურად ყველამ შეიყვანეთ ვაჟები რაგბზე
მერაბი ჭიკაიძე
15:52 07-11-2016
0

სიახლეები პოპულარული