ტურნირში უმაღლესი და პირველი ლიგის ოთხ-ოთხი გუნდი მონაწილეობდა (”ლოკომოტივი”, ”ყოჩები”, ”აკადემია”, ”აია”, ”ბათუმი”, ”დევები”, ”ჯიქები”, ”ფოთი”, TBC Dexus;) ორ ქვეჯგუფად. "აია" ჯგუფში ,,აკადემიასთან", ,,ლოკომოტივთან" და ,,დევებთან" ერთად მოხვდა. ბესიკ ხამაშურიძის გაწვრთნილმა გუნდმა სამივე მეტოქე დაამარცხა და ნახევარფინალში ,,ყოჩებს" დაუპირისპირდა. შეხვედრა ქუთაისელთა უპირატესობით წარიმართა და "აიას" გამარჯვებით დასრულდა 5:2.
ფინალში "აიას" თანაჯგუფელი ,,აკადემია" დაუპირისპირდა. საინტერესო და დრამატული შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ
"აიამ" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ბესიკ ხამაშურიძე (მოთამაშე მწვრთნელი), თორნიკე ლომიძე, ზურაბ ძნელაძე, ირაკლი რევიშვილი, ლევან შარვაშიძე, გიორგი აბრამიძე, გელა შალამბერიძე, გიგა გურეშიძე, გიორგი ცირეკიძე.
ბესიკ ხამაშურიძე: ,,ტურნირი ისეთ დროს ტარდება, როცა ჩემპიონატში შესვენებაა გამოცხადებული, ამდენად ქვიშის რაგბის თამაში ჩვენთვის ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდიცაა. აქ ხშირია შებოჭვა და კომბინაციური თამაში. ტურნირის მიმდინარეობისას ამ ნიუანსებს ვამუშავებდით, რაც ჩემპიონატშიც გამოგვადგება. რაც შეეხება ტურნირს, საინტერესო შეჯიბრება იყო. გუნდები ძლიერი შემადგენლობებით იყვნენ ჩამოსულნი და მაყურებელიც მრავლად ესწრებოდა შეხვედრებს.
ქვიშის რაგბი სახალისო ტურნირია და აქ ისეთი დაძაბულობა არაა, როგორც ჩემპიონატში. ჩვენც უფრო მხიარული განწყობით ვთამაშობთ ხოლმე. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ტურნირს სერიოზულად არ ვეკიდებით. პირიქით, ძალზედ მონდომებულად ვითამაშეთ და შედეგიც სასურველა. ზედიზედ მესამედ გავხდით ჩემპიონები."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"