"არმია" და "ბათუმი" თურქულ ბელეკში

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ორი გუნდი "ბათუმი XV" და "არმია" თურქეთის საკურორტო ქალაქ ბელეკში იმყოფებიან საწვრთნელ შეკრებაზე.

ამავე ქალაქში მომავალი სეზონიოსთვის ემზადება გრიგოლ ცნობილაძისა და რატი ურუშაძის კრასნოიარსკის "ენისეი".

ბათუმელმა მორაგბეებმა ციმბირელებმა საკონტროლო შეხვედრა გამართეს და დიდი ანგარიშით 3:57 დამარცხდნენ. შეგახსენებთ, რომ "ბათუმი XV" შარშანდელ სეზონში საქართველოს ჩემპიოანტის პირველ ლიგაში ასპარეზობდა. წლეულს ზღვისპირელები უმაღლეს ლიგაში ითამაშებენ. გუნდში საკმაოდ ბევრი ცვლილება განხორციელდა და ახლა ფორმირების სტადიაშია.

ცხადია, ბათუმელთა გუნდზე გაცილებით ძლიერია ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი "არმია", რომელიც "ენისეის" ორჯერ
დაუპირისპირდებიან 3 და 7 მარტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაი სირცხვილო....
კაკა
16:07 01-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული