უელსი ტიტულის შენარჩუნებას ეცდება

AutoSharing Option
ერთა თასის გათამაშების პარალელურად, 1-ელ თებერვალს სტარტს აიღებს ექვსი ერის გათამაშება.

ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულის, უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა იმ 32 მორაგბის ვინაობა გააცხადა, რომლებიც წლეულს ტიტულის დაცვას შეეცდებიან.

მწყობრშია "წითელი ურჩხულების" კაპიტანი სემ ვერბარტონი, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად შეეცდება, ექვსი ერის გათამაშება ზედიზედ სამჯერ მოიგოს. პირველ შეხვედრას უელსელები კარდიფში, "მილენიუმზე" იტალიის ნაკრებთან გამართავენ.

"გასული სეზონი ჩვენთვის ფანტასტიკური გამოდგა. ამჟამად შანსი გვაქვს, რაგბის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩავწეროთ. კარგად ვაცნობიერებთ, რომ ტიტულის შენარჩუნება და ექვსი ერის გათამაშების ზედიზედ მესამედ მოგება ურთულესი
იქნება. წლეულს სამი მატჩი შინ უნდა გავმართოთ, ორი გასვლითი შეხვედრა კი უმძიმესი იქნება. თუმცა ანალოგიური გრაფიკი გვქონდა 2008 და 2012 წლებშიც, როცა დიდი სლემი მოვიგეთ
." - თქვა უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა.

უელსი
შერკინება: პაულ ჯეიმზი (ბასი), გეთინ ჯენკინსი (კარდიფი), რაიან ბევინგტონი, რიჩარდ ჰიბარი, ადამ ჯოუნზი, ალუნ ვინ ჯოუნზი, იან ევანსი, რაიან ჯოუნზი, ჯასტინ ტიპურიჩი (ყველა-ოსფრიზი), კენ ოუენსი, ემირ ფილიპსი, სამსონ ლი, როდრი ჯოუნზი, აარონ შინდლერი (ყველა-ჰლანეჰლი), ლუკ ჩარტერისი (პერპინიანი), ენდრიუ კომბსი, ტობი ფალეტაუ (ორივე-ნიუპორტი), სემ ვერბარტონი (კარდიფი), დენ ლიდიატი (მეტრო რასინგი).
უკანა ხაზი: როდრი ვილიამსი, რის პრისტლენდი, ჯონათან დევსი, სკოტ ვილიამსი, ლიამ ვილიამსი (ყველა-ჰლანეჰლი), მაიკ ფილიპსი, ჯიმი რობერტსი (ორივე-მეტრო რასინგი), რის ვები, დენ ბიგარი (ორივე-ოსფრიზი), ჯეიმზ ჰუკი (პერპინიანი), ალექს კატბერტი, ლეიგ ჰალპფენი (ორივე-კარდიფი), ჯორჯ ნორსი (ნორსჰემპთონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"