ზე რაგბის გათამაშების მე-12 ტურის მატჩში ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" სტუმრად ეთამაშება C ჯგუფის ლიდერ კეიპთაუნის "სტორმერზს" ეთამაშება. ამ შეხვედრაში გუნდის ლიდერი და კაპიტანი რიჩი მაკქოუ თავის ჩვეულ პოზიციაზე, ფლანკერად ითამაშებს.
მაკქოუმ, ახლახან, საკმაოდ სერიოზული ტრავმა მოირჩინა და დიდი ხნის შესვენების შემდეგ, წინა ტურის მატჩში რვა ნომრის პოზიციაზე ითამაშა. ამჯერად რიჩი გუნდისთვის მეტი სარგებლის მომტანი იქნება, მით უფრო რომ "ჯვაროსნებს" მეტოქე ბევრად სერიოზული ჰყავთ.
"მათ კარგი დაცვა და საკმაოდ ჭკვიანი შემტევი მოთამაშეები ჰყავთ. ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მაქსიმალურად ყურადღებით გავისარჯოთ. "სტორმერზი"
მწვავე კონტრშეტევების განხორციელების საშუალებას არ მოგვცემს, ამიტომ უნდა ბურთს უნდა გავუფრთხილდეთ, იოლად არ უნდა დავთმოთ, ამაში კი რიჩი მაკქოუ შეუდარებელია" - თქვა "კრუსეიდერზის" მწვრთნელმა ტოდ ბლეკედერმა.