"წითლებმა" თამაში შესანშნავად დაიწყეს და 31- ე წუთისთვის უკვე 24:0-ს იგებდნენ. მასპინძლებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს და პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ოქლენდელებს ორი ლელოს გატანის საშუალება მისცეს. თვითონ კი მონაგარს საჯარიმოთი მხოლოდ სამი ქულა მიუმატეს - 27:14.
მეორე ნახევარი უკვე "ბლუზის" უპირატესობით წარიმართა, თუმცა /რედსმა" გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო.
ყველაზე მეტი ქულა "რედსს" მგეზავმა ქუადე კუპერმა მოუტანა, მის ანგარიშზე ოთხი გარდასახვა და სამი საჯარიმოა (17 ქულა). მისმა ვიზავი ლუკ მაკალისტერმა კი ოთხი გარდასახვა და ერთი საჯარიმო მიითვალა.
კიდევ ერთი შეხვედრა დანიდინში გაიმართა, სადაც ერთმანეთს B ჯგუფის წარმომადგენლები, "ჰაილენდერზი" და ველინგთონის "ჰარკენზი" დაუპირისპირდნენ. თამაში კარგი სანახავი ვერ გამოდგა და მასპინძლებმა 13:6 მოიგეს.
დღეს ჩ ჯგუფის ლიდერი კეიპთაუნის "სტორმერზი" სტუმრად ეთამაშება ჰემილთონის "ჩიფსს", რომელიც B ჯგუფში 25 ქულით მე-4 ადგილზეა. სტორმერზელები წლეულს "ჩიფსს" პირველად დაუპირისპირდებიან. შარშანდელ სეზონში კი "ვაიკატოს" სტადიონზე 45:17 მოიგო.
"შეცდომა იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ ჰემილთონელები უბრძოლველად რამეს დაგვითმობენ. ჩვენთან გამარჯვების შემთხვევაში მათ შანსი ეძლევათ პლეი ოფში გააღწიონ. ასე რომ, უმძიმესი ბრძოლა გველის. ჩვენ კარგად მოვემზადეთ რათა გამარჯვებას მივაღწიოთ, რადგან მომდევნო ტურში გაცილებით ძლიერ მეტოქეს, ოქლენდის "ბლუზს" უნდა დავუპირისპირდეთ" - თქვა "სტორმერზის" მწვრთნელმა ალისტერ კუციამ.
ზე რაგბის შარშანდელი ჩემპიონი პრეტორიის "ბლუ ბულზი" წლევადელი გათამაშების დებიუტანტ "მელბურნ რებლზს" მასპინძლობს. "ლურჯმა ხარებმა ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყეს, პირველ ცხრა შეხვედრაში ხუთი მატჩი წააგეს და ახლა ყველა დარჩენილი თამაშის მოგება მართებთ, რათა პლეი ოფში თამაშის უფელბა მოიპოვოს.
წინა ტურში პრეტორიელებმა შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვეს "ჩიფსთან" - 43:27. კვლავ ძველებურად ათამაშდნენ "ბლუ ბულზის" ლიდერები მესამე ხაზელი პიერ სპისი და ცხრა ნომერი ფური დუ პრი, ისევ შესანისნავად ითამაშა ფეხით მგეზავმა მორნი სტეინმა.
მელბურნელებს, რომელთა გუნდიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, კრიზისი დაეწყოთ. ბოლო სამ ტურში მათ ზედიზედ სამი შეხევდრა წააგეს, "რედსთან", "ჰაილენდრზთან" და "ვორათაზთან". მთავარმა მწვრთნელმა როდ მაკქუინმა ინგლისელი მგეზავი შემადგენლობდან ამოაგდო, თუმცა "ახალბედებს" ამან ვერაფერი უშველა.
ტურნირის კიდევ ერთი ფავორიტი ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" სტუმრად ეთამაშება ბლუმფონტეინის "ჩიტაზს". მასპინძლებმა მეტოქე ორი წლის წინ შინ მათთვის უმნიშვნელოვანეს მატჩში 20:13 დაამარცხეს და ახლა კრაისთჩერჩელები რევანშის აღებას ეცდებიან. არადა, ჩიტაზელები 25 ქულით მე-9 ადგილზე არიან და პლეი ოფში მოხვედრის შანსი აქვთ.
"კრუსეიდერზს" დაუბრუნდა მგეზავი დენ კარტერი, ჩვეულ ფორმაში შედის ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანი რიჩი მაკქოუც.
XIII ტური
A ჯგუფი
რედსი-ბლუზი 37:31, ბრამბიზი-ლაიონზი
სატურნირო მდგომარეობა
1. რედსი - 50 ქულა, 2. ვორათაზი - 40, 3. ფორსი - 25, 4. ბრამბიზი - 22, 5. მელბურნ რებლზი - 19
B ჯგუფი
ჰაილენდერზი-ჰარიკენზი 13:6, ჩიფსი-სტორმერზი
სატურნირო მდგომარეობა
1. ბლუზი - 49 ქულა, 2. კრისეიდერზი - 44, 3. ჰაილენდერზი - 39, 4. ჩიფსი - 25, 5. ჰარიკენზი - 25.
C ჯგუფი
ბლუ ბულზი-მელბურნ რებლზი, ჩიტაზი-კრუსეიდერზი
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 43 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 43, 3. ბლუ ბულზი - 31, 4. ჩიტაზი - 25, 5. ლაიონზი - 14.