
"კონტრაქტზე ხელი ჯერ არ მომიწერია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ამას გავაკეთებ. მოლაპარაკება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და რამოდენიმე პატარა დეტალია დასაზუსტებელი. ცხადია, ახალი კონტრაქტის გაფორმებისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მაგრამ მთავარი მაინც ნაკრების შავი კვართია, რომელსაც ევროპაში გადაბარგების შემთხვევაში ვერაფრით მოვირგებდი".- თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების 30 წლის კაპიტანმა.