ბრისბენელები, რომლებიც მარცხის მიუხედავად მაინც ინარჩუნებენ A ჯგუფში პირველ ადგილს, მეოთხეადგილოსან "ბრამბიზთან" მატჩში სრულიად უსუსურად გამოიყურებოდნენ. სტუმრებმა, ფაქტობრივად გამარჯვება პირველივე ტაიმში დაიბევეს, რომელიც 19:6 მოიგეს.
შესვენების შემდეგ, მართალია "რედსმა" კიდევ ერხელ გაიბრძოლა, მაგრამ მხოლოდ ერთი ლელოს გატანა მოახერხა. კანბერელთაგან ყველაზე შედეგიანი მგეზავი მეთ გიტო იყო, რომელმაც ხუთი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა (17
საგულსიხმოა, ამ გამარჯვებას "ბრამბიზსთვის" სახეირო არაფერი მოუტანია და რა შედეგსაც უნდა მიაღწიოს დარჩენილ ორ ტურში პლეი ოფში ვერაფრით გადის.
კიდევ უფრო უცნაური იყო B ჯგუფის ლიდერის ოქლენდის "ბლუზის" მარცხი ამავე ჯგუფის აუტსაიდერ ჰემილთონის"ჩიფსთან" - 11:16. მასპინძლებმა, რომლებიც საბრძოლო შემადგენლობით ასპარეზობდნენ, ვერაფერი გააწყვეს უმოტივაციო მეტოქესთან, რომელიც მიუხედავდ ყველაფრისა მაინც თავდადებით იბრძოდა.
აღსანიშნავია, რომ ოქლენდელებს ერთი ლელო, რომელიც გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა, 38 წლის ახლაზელანდიელმა ვარსკვლავმა ტანა უმაგამ გაუტანა. ამასთან, ადვილი შესაძლებელია, რომ ეს მატჩი მის კარიერაში ბოლო გამოდგეს, რადგან ტანამ აქილევსის მყესი გაიწყვიტა და ასეთი მძიმე ტრავმის შემდეგ, მისი ასაკში თამაშის გაგრძელება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ბრამბიზელთაგან აღნიშვნის ღირსია მგეზავ სტივენ დონალდის კარგი თამაში, მის ანგარიშზე სამი საჯარიმო და ერთი გარდასახვაა (11 ქულა).
ტურის ცენტრალური შეხვედრა პრეტორიაში გაიმართა, სადაც შარშანდელმა ჩემპიონმა "ბლუ ბულზმა" პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი სიდნეის "ვორათაზი" დაამარცხა - 23:17. შედეგად სამხრეთაფრიკელებს 49 ქულა დაუგროვდათ და საერთო ჩათვლაში ავსტრალიურ გუნდს გაუსწრეს.
აღსანიშნავია, რომ პრეტორიელებს კარგი შანსი აქვთ პირდაპირ ნახევარფინალში ითამაშონ შესარჩევის გარეშე, თუმცა საამისოდ მარტო მათი წარმატებული თამაში საკმარისი არ არის. "ვორათაზთან" მატჩში "ლურჯ ხარებს" მხოლოდ დასაწყისში გაუჭირდათ, თუმცა პირველი ტაიმის მოგება მაინც შეძლეს.
შესვენების შემდეგ საწყის 20 წუთში "ბლუ ბულზი" დომინირებდა და ანგარიშში სხვაობა 14 ქულამდე გაზარდა. სიდნეელებმა მატჩის გადარჩენა სცადეს, თუმცა მხოლო ანგარიშის ექვს ქულამდე შემცირება მოახერხეს - 17:23.
მასპინძელთაგან თითი ლელო ვინანდ ულიფიემ და ბიორნ ბესონმა გაიტანეს, მგეზავმა მორნი სტეინმა ორივე ლელო გარდასახა და სამი საჯარიმოც მიითვალა (13 ქულა).
საკმაოდ მძიმე ბრძოლა გადახდა სტუმრად ბლუმფონტეინის "ჩიტაზთან" ჩ ჯგუფის მეორეადგილოსან დურბანის "ნატალ შარქსს". სტუმრებმა, რომელბიც პლეი ოფში გასვლისა და გათამაშების უმთავრესი ფავორიტები არიან პირველი ტაიმი 6:11 წააგეს.
შესვენების შემდეგ, "ზვიგენებმა" მდგომარეობა სწრაფად გამოასწორეს და 68-ე წუთისთვის 23:11 დაწინაურდნენ. ბლუმფონტეინელებმა ანგარიშის შემცირება მატჩის ბოლო წუთზე შეძლეს - 16:23. სტუმართა რიგებში კვლავ შეუდარებელი იყო მსოფლოს ამომავალი ვარსკვლავი, მგეზავი პატრიკ ლამბიე, რომელმაც ერთი ლელო სამი საჯარიმო და ორი გარდასახვა გაიტანა (18 ქულა)
XVI ტური
A ჯგუფი
მელბურნ რებლზი-სტორმერზი 3:40, რედსი-ბრამბიზი 14:22
სატურნირო მდგომარეობა
1. რედსი - 58 ქულა, 2. ვორათაზი - 47, 3. ფორსი - 32, 4. ბრამბიზი - 28, 5. მელბურნ რებლზი - 23.
XVII ტური
ბრამბიზი-მელბურნ რებლზი, ვორათაზი-ჰაილენდერზი, ფორსი-რედსი
B ჯგუფი
ჰაილენდერზი-ფორსი 14:21, ჰარიკენზი-ლაიონზი 38:27, ბლუზი-ჩიფსი 11:16
სატურნირო მდგომარეობა
1. ბლუზი - 55 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 53, 3. ჰაილენდერზი - 45, 4. ჰარიკენზი - 39, 5. ჩიფსი - 38.
XVII ტური
ჩიფსი-ჰარიკენზი, კრუსეიდერზი-ბლუზი
ჩ ჯგუფი
ბლუ ბულზი-ვორათაზი 23:17, ჩიტაზი-ნატალ შარქსი 18:23
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 57 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 51, 3. ბლუ ბულზი - 49, 4. ჩიტაზი - 49, 5. ლაიონზი - 23.
XVII ტური
ლაიონზი-ნატალ შარქსი, სტორმეზი-ბლუ ბულზი