ბოლოსწინა ტურში "ვორათაზმა" უმოტივაციო დანიდინის "ჰაილენდერზს" უმასპინძლა და იოლად მოუგო 33:7. სიდნეელებმა ყველაფერი იღონეს საპრემიო ქულის მოსაპოვებლად. მათ მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს, რომელთაგან სამი შუამარბის ტომ კარტერის ანგარიშზეა.
"ვორათაზი", რომელიც ახლა 52 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ბოლო ტურში შინ ეთამაშება
ამის ალბათობა ძალიან დიდია, რადგან სატურნირო ცხრილში მის წინ მყოფილ პრეტორიის "ბლუ ბულზი" და "ნატალ შარქსი" ბოლო ტურში ერთმანეთის წინ წარსდგებიან. ამ მატჩში ფრე ხელს მასპინძლებს, "ლურჯ ხარებს" აძლევს, თუმცა ეს ხელს არ უშლის "ვორათაზს". ერთი სიტყვით "ნატალ შარქსმა" სტუმრად აუცილებლად უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პლეი ოფის მიღმა დარჩება.
პრეტორიელებმა ბოლოსწინა ტურში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს სტუმრად, კეიპთაუნში "სტორმერზთან" - 19:16. მატჩი უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პირველი ტაიმი ფრედ 6:6 დამთავრდა. მატჩში გარდამტეხი 65-ე წუთზე "ბლუ ბულზის" ცხრა ნომერის ფრანსუა ჰაუგარის ლელო აღმოჩნდა. მგეზავმა მორნი სტეინმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა, რასაც ათ წუთში საჯარიმოც მიაყოლა და მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე სტუმრები 13 ქულით დაწინაურდნენ.
"სტორმერზმა" მატჩის დასკვნით მონაკვეთში შესანიშნავად ითამაშა, თუმცა მაქსიმუმი რაც მოახერხა, ანგარიშის სამ ქულამდე შემცირება იყო.
დიდი ბრძოლა გადახდა სტუმრად იოანესბურგის "ლაიონზთან" დურბანის "ნატალ შარქსს". პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი გუნდი აბსოლუტურად უმოტივაციო "ლომებთან" 46-ე წუთისთვის 21 ქულით აგებდა - 30:9.
როგორც ჩანს, მასპინძლებმა ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვება, დურბანელებიც მარცხის საფრთხემ გამოაფხიზლა და მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ანგარიშის გაქვითვა მოახერხეს - 30:30.
სტუმართა გუნდში კვალვ საუკეთესო იყო მგეზავი პატრიკ ლამბიე, რომელმაც ერთი ლელო, სამი საჯარიმო და სამი გარდასახვა გაიტანა (20 ქულა). მასპიNძელთაგან კი თავი გამოიჩინა მესამეხაზელმა კობუს გრობელაარმა, მის ანგარიშზე ორი ლელოა. მგეზავმა ბუჩ ჯეიმზმა კი სამ-სამი საჯარიმო და გარდასახვა მიითვალა.
სიმბოლური ნაკრები: 15. ქართლი ბეილი, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. ტომ კარტერი, 12. პეტ მაკკები, 11. ზაკ გუილდფორდი, 10. პატრიკ ლამბიე, 9. იანო ვერმაკი. 1. დინ გრეილინგი, 2. სტივენ მური, 3. ჩარლი ფაუნუინა, 4. ბრედ თორნი, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6. კობუს გრობელარი, 7. დევიდ პოქოკი, 8. კირან რიდი.
XVII ტური
A ჯგუფი
ბრამბიზი-მელბურნ რებლზი 32:17, ვორათზი-ჰაილენდერზი 33:7, ფორსი-რედსი 21:24
სატურნირო მდგომარეობა
1. რედსი - 62 ქულა, 2. ვორათზაი - 52, 3. ფორსი - 33, 4. ბრამბიზი - 33, 5. მელბურნ რებლზი - 23.
XVIII ტური
მელბურნ რებლზი-ფორის, ვორათაზი-ბრამბიზი
B ჯგუფი
ჩიფსი-ჰარიკენზი 18:18, კრუსეიდერზი-ბლუზი 23:16
სატურნირო მდგომარეობა
1. კრუსეიდერზი - 57 ქულა, 2. ბლუზი - 56, 3. ჰაილენდერზი - 45, 4. ჰარიკენზი - 41, 5. ჩიფსი - 40.
XVIII ტური
ბლუზი-ჰაილენდერზი, ჩიფსი-რედსი, კრუსეიდერზი-ჰარიკენზი
ჩ ჯგუფი
ლაიონზი-ნატალ შარქსი 30:30, სტორმერზი-ბლუ ბულზი 16:19
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 58 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 53, 3. ბლუ ბულზი - 53, 4. ჩიტაზი - 39, 5. ლაიონზი - 25.
XVIII ტური
ბლუ ბულზი-ნატალ შარქსი, ჩიტაზი-სტორმერზი