ავსტრალიის ნაკრების უკანახაზელი ჯეიმზ ოკონორი წლევანდელი სეზონიდან ზე რაგბის გუნდ "მელბურნ რებლზში" ითამაშებს.
ოკონორს ძალიან დიდი სურვილი აქვს მგეზავად ან შუამარბად იხილონ. ოკონორს ორი კვირით დასვენების საშუალება მისცეს, მას შემდეგ, რაც ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობაში უელსის ნაკრებთან ითამაშა.
ოკონორის ამ სურვილს კი ინგლისელი მგეზავის დენი სიპრიანის ამბიციები ეწირება.
"საიდუმლო არ არის, რომ ძალიან მინდა მგეზავად ვითამაშო. თუმცა, რადგან ძირითადი მგეზავი დენი სიპრიანია, შემიძლია შუამარბის პოზიციაც დავიკავო. ვფიქრობ, მე და დენი შესანიშნავ დუეტს შევქმნით" - თქვა ჯეიმზ ოკონორმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
11:47 18-01-2012
ჯეიმზ ოკონორი ათი თუ თორმეტი
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული