A ჯგუფში ლიდერის, მგეზავი ქუადე კუპერის გარეშე მოთამაშე ბრისბენის "რედსმა" სტუმრად დაამარცხა ამბიციური სიდნეის "ვორათაზი" - 25:21. ამ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა კუპერის 22 წლის ახალზელანდიელმა დუბლიორმა მაიკლ ჰარისმა, რომელმაც გუნდს 20 ქულა მოუტანა (ექვსი საჯარიმო და ერთი გარდასახვა).
ამავე ჯგუფში კანბერას "ბრამბიზმა" შინ მოუგო პერთის "ფორსს" - 19:17. "მელბურნ რებლზი" კი ამჯერად ისვენებდა.
A ჯგუფი
ბრამბიზი-ფორსი 19:17, ვორათაზი-რედსი 21:25.
1. რედსი - 4 ქულა, 2. ბრამბიზი - 4, 3. ფორსი - 1, 4. ვორათაზი - 1, 5. მელბურნ რებლზი - 0.
II ტური
მელბურნ რებლზი-ვორათაზი, რედსი-ფორსი.
* * *
B ჯგუფში უაღრესად დაძაბული გამოდგა ოქლენდის "ბლუზისა" და ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, ქრაისთჩერჩის "კრუსეირედრზის" დაპირისპირება. თამაში გარადამავალი უპირატესობით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით 19:18 დასრულდა.
ქრაისთჩერჩელთა შემადგენლობაში არ უთამაშიათ ტრავმირებულ ლიდერბს დენ კარტერსა და რიჩი მაქოას. აღსანიშნავია, რომ დიდი დენის შეცვლა წარმატებით შესძლო 20 წლის მგეზავმა ტაილერ ბლეიენდაალმა, რომელმაც გუნდს 14 ქულა მოუტანა (ოთხი საჯარიმო და ერთი გარდასახვა).
ამავე ჯგუფში დანიდინის "ჰაილენდერზმა" სტუმრად მოუგო ჰემილთონის "ჩიფსს" - 23:19. აღსანიშნავია, რომ დანიდინელები მატჩის 50-ე წუთისთვის 9:19 აგებდნენ, თუმცა აარონ სმიტისა და ფილ ბარლხის ლელოების წყალობით სტარტზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვება შეძლეს.
B ჯგუფი
ბლუზი-კრუსეიდერზი 18:19, ჩიფსი-ჰაილენდერზი 19:23.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰაილენდერზი - 4 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 4, 3. ბლუზი - 1, 4. ჩიფსი - 1, 5. ჰარიკენზი - 0.
II ტური
ჩიფსი-ბლუზი, ჰაილენდერზი-კრუსეიდერზი.
* * *
C ჯგუფში პირველივე ტურში შედგა ძველი მეტოქეების, პრეტორიის "ბლუ ბულზისა" და დურბანის "ნატალ შარქსის" დაპირისპირება. ზე რაგბის ბოლო წლების უდავო ლიდერი, "ლურჯი ხარები" სეზონის წინ რამდენიმე წამყვანმა მორაგემ დატოვა, თუმცა მაინც მრისხანე ძალად რჩება.
პრეტორიელებმა სტარტი წარმატებულად აიღეს, შინ "ზვიგენები" 18:13 დაამარცხეს. თვრამეტივე ქულა გუნდს მგეზავმა მორნი სტეინმა მოუტანა (ხუთი საჯარიმო და ერთი გარდასახვა).
უხვქულიანი გამოდგა კეიპთაუნის "სტორმერზის" საშიანო მატჩი ველინგტონის "ჰარიკენზთან". მასპინძლებმა 39:26 მოიგეს. კეიპთაუნელებს შორის ყველაზე შედეგიანი ფულბეკი ჯონ პიტერსენი იყო, რომელმაც გუნდს 21 ქულა მოუტანა (ხუთი საჯარიმო და ორი გარდასახვა).
C ჯგუფი
ბლუ ბულზი-ნატალ შარქსი 18:13, სტორმერზი-ჰარიკენზი 39:26, ლაიონზი-ჩიტაზი 27:25.
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 4 ქულა, 2. ბლუ ბულზი - 4, 3. ლაიონზი - 4, 4. ჩიტაზი - 1, 5. ნატალ შარქსი - 0.
II ტური
ლაიონზი-ჰარიკენზი, ჩიტაზი-ბლუ ბულზი, სტორმერზი-ნატალ შარქსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"