ამავე ჯგუფში "მელბურნ რებლზმა" ასევე შინ წააგო ბლუმფონტეინის "ჩიტაზთან" - 26:33. სტუმრები დასაწყისშივე დაწინაურდნენ და 23-ე წუთისთვის უკვე 20:7 იგებდნენ. მელბურნელებმა ჯეიმზ ოკონორის მეთაურობით ერთხელ კიდევ გაიბრძოლეს, 64-ე წუთზე ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს -26:23, თუმცა
შესანიშნავად ასპარეზობს B ჯგუფში დანიდინის "ჰაილენდერზი", რომელიც კეიპთაუნის "სტორმერზთან" ერთად ჯერაც დაუმარცხებელია. დანიდინელებმა ამჯერად სტუმრად დაამარცხეს ველინგთონის "ჰარიკენზი" - 19:17. "სტორმერზმა" კი, რომელიც C ჯგუფის ლიდერია, შინ მოუგო ოქლენდის "ბლუზს" - 27:17.
A ჯგუფი
ვორათაზი-ფორსი 20:21, მელბურნ რებლზი-ჩიტაზი 26:33.
სატურნირო მდგომარეობა
1. რედსი - 13 ქულა, 2. ბრამბიზი - 9, 3. ვორათაზი - 8, 4. ფორსი - 5, 5. მელბურნ რებლზი - 2.
V ტური
მელბურნ რებლზი-ფორსი, ვორათაზი-ნატალ შარქსი, ბრამბიზი-ჰაილენდერზი.
B ჯგუფი
ჩიფსი-ბრამბიზი 29:22. ჰარიკენზი-ჰაილენდერზი 17:19
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰაილენდერზი - 16 ქულა, 2. ჩიფსი - 14, 3. ჰარიკენზი - 10, 4. კრუსეიდრზი - 6, 5. ბლუზი - 5.
V ტური
ბლუზი-ჰარიკენზი, კრუსეიდერზი-ჩიტაზი.
C ჯგუფი
სტორმერსი-ბლუზი 27:17, ნატალ შარქსი-რედსი 27:22.
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 12 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 11, 3. ბლუ ბულზი - 10, 4. ლაიონზი - 5, 5. ჩიტაზი - 2.
V ტური
ბლუ ბულზი-რედსი, ლაიონზი-სტორმერზი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"