"გონებაშეზღუდულო, წადი და მარტომ ირბოლე რუსეთში"... - ცნობილი ტელეწამყვანი რუსი პილოტის განცხადებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი ჯერემი კლარკსონი ფორმულა 1-ის რუს მრბოლელს, ნიკიტა მაზეპინს მიმართავს. შეგახსენებთ, პილოტმა რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევის შემდეგ განაცხადა, რომ სპორტი პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს.

"გონებაშეზღუდულო, წადი და მარტომ ირბოლე რუსეთში, მაინც წააგებ" - წერს ჯერემი საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე.

შეგახსენებთ, მაზეპინმა 2021 წლის სეზონში ვერც ერთი ქულა ვერ მოიპოვა. რაც შეეხება მის გუნდ "ჰაასს", ამერიკულმა ბრენდმა ბოლიდიდან რუსული "ურალკალის" ლოგო და ფერები წაშალა.

ამასთან ერთად, გეტყვით, რომ სებასტიან ფეტელმა ("ასტონ მარტინის" გერმანელმა პილოტმა) და მოქმედმა ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა ("რედ
ბულის" ნიდერლანდელმა წარმომადგენელმა) სოჭის გრან-პრის ბოიკოტი გამოუცხადეს.

მომზადებულია express-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
საღოლ ჯერემი. პოლიტიკა სპორტი არ არის, მაგრამ სპორტი პოლიტიკაცაა, ეგ ჩვენ სპარცმენებს არ ესმის.

მიშნა,ებსაც უყვარდათ ეგეთი ზღაპრები - ფულს სუნი არ უდისო და რუსეთს მიგვაყიდა ტყვია-წამლიანად.
ლუკა
25 თებერვალი 2022 16:52
16
აღარ ჭრის ეგ ვითომ ,,ჩვენ დავიწყეთ ომი,, და ,,ნაცებმა გაყიდეს სამშობლო,, დამთავრდა ქოცობა ამ ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში რაც დღეს თქვენმა პრემიერმა თქვა, ამის შემდეგ ან შტერი უნდა იყო ვერ მიხვდე რეალურად ვინ გაყიდა და ვინ ყიდის ქვეყანას
....
26 თებერვალი 2022 03:34
8

სიახლეები პოპულარული