სანდრო მეტრეველი: ფავორიტები ვიყავით, მაგრამ რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება

AutoSharing Option
ევრო-აფრიკული დივიზიონის მე-2 ჯგუფში საქართველოს საჩოგბურთო ნაკრები მაროკოსთან დამარცხდა.


ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა სანდრო მეტრეველი, რომელმაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა.

Sportall.ge მეტრეველს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვით მიმართა.

- პირველ რიგში, გილოცავთ ნაკრებში დაბრუნებას. როგორ შეაფასებდით ნაკრების თამაშს, რა გახდა მარცხის მიზეზი?
- რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. მარტო რეიტინგით ნუ ვიმსჯელებთ, მაროკოს საკმაოდ სოლიდური მოთამაშეები ჰყავდა. ფავორიტები ვიყავით, მაგრამ რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება.

- რომელიმე მოთამაშეს ტრავმა თუ აწუხებდა?
თითქოს ისე ჩანდა, ნიკოლოზ ბასილაშვილს რაღაც ეპიზოდებში მოძრაობა უჭირდა...

- როგორც ვიცი, ნიკას ცოტა ხელი აწუხებდა და თან, ჩემი აზრით, ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ გადაღლილიც იყო.

- თქვენი აზრით, რა არის საქართველოს საჩოგბურთო ნაკრების მომავალი?
- ამ ერთი წაგებით ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება. მომავალში მეც დავეხმარები ნაკრებს ასევე ერთეულებშიც და ვფიქრობ, უკეთეს შედეგს მივაღწევთ.

- პირად კარიერაზე რომ გვითხრათ, რომელი ტურნირის თამაშს აპირებთ?
- ვგეგმავ მომზადებას და ვარჯიშს, შემდეგ უკვე ტურნირის თამაშს. როდის იქნება ეს, არ ვიცი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბასილაშვილი თუ არ არის მოყვარული იმიტომ არ მოიგო ორივე თამაში? ვინებთან წააგო ტიპმა.აუცილებელია ფული მოგცენ რომ საქართველოს სახელით ნორმალურად ითამაშო?
მერო
09:30 07-02-2018
1
ავტორს – გადახედეთ თქვენს სტატიებს, ბასილაშვილის გარდა ვინ რომელ ტურნირზე იასპარეზა და რა შედეგი ქონდა? როდესაც გყავს ასეთი დაბალი კვალიფიკაციის მოთამაშე, მაშინ უმჯობესია ახალგაზრდებს მისცენ გზა, რამდენიმე წელი ითამაშებენ, კლასს აიმაღლებენ, გამოცდილებას დააგროვებენ და მერე შედეგიც მოვა. არ შეიძლება 25–26 წლის ჩოგბურთელი ისევ იმედისმომცემი იყოს. ისევე როგორც არ შეიძლება სერიოზული ავარიის შედეგად მიღებული ტრავმის შემდეგ უთამაშებელმა (რამდენიმე თვის დაწყებული ვარჯიშით) ითამაშოს საქართველოს სახელით.
საერთოდ არ ჩატარებულა შესარჩევი ამ ტურნირზე გასამგზავრებლად !!!
ვიღაცეებმა ჩათვალეს, რომ ესენი არიან ყველაზე მაგრები და მორჩა.
ჩაეტარებინათ შესარჩევი მატჩები (ბასილაშვილის გარდა) და ნახავდნენ ვინ მეტად იყო ღირსი საქართველოს დროშთ თამაშის და ვინ ნაკლებად...
ავტორს
16:43 05-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული