სხვა

ჩოგბურთი

US OPEN: ნიკოლოზ ბასილაშვილი სრული სვლით - მეორე წრეში ჯეკ სოკი დაამარცხა!

AutoSharing Option
30 აგვისტოს ამერიკის ღია პირველობის მეორე შეხვედრაში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერს, 25 წლის ამერიკელ ჯეკ სოკს სძლია 4:6, 6:3, 6:2, 7:6.

ეს შეხვედრა Louis Armstrong Stadium-ზე გაიმართა, რომელიც Us Open-ზე სიდიდით მე-2, ხოლო მსოფლიოში მე-13 კორტია და 14 000 მაყურებელს იტევს.

ამ გამარჯვებით ნიკოლოზმა 93 ათასი დოლარი და 75 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

შემდეგ წრეში ბასილაშვილი არგენტინელ გვიდო პელას შეხვდება, რომელმაც იტალიელ პაულო ლორენცის სამ სეტში სძლია.

შეგახსენებთ, პირველ წრეში ნიკოლოზმა სლოვენიელ ალიაზ ბედენეს ანგარიშით 6:2,
4:6, 6:2, 2:6, 6:4 მოუგო.

altნიკოლოზ ბასილაშვილის კომენტარი ჯეკ სოკთან გამარჯვების შემდეგ

altნადალამდე ერთი ნაბიჯია - ვინ არის გუიდო პელა, რომელიც Us Open-ზე ბასილაშვილის შემდეგი მეტოქეა

altბასილაშვილის ულამაზეს სტილში მოპოვებული ქულა Us Open-ზე და მაყურებლის ოვაციები [VIDEO]

altვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი, რომელიც ცნობილ ჩოგბურთელებს ავარჯიშებდა

ასევე დაგაინტერესებთ