ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი, რომელიც ცნობილ ჩოგბურთელებს ავარჯიშებდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი გერმანელი იან დევიტი გახლავთ.

როგორც ცნობილია, მან და ქართველმა თანამშრომლობა ჰამბურგის ტურნირამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეს.

ნიკოლოზი ამბობს, რომ ის დე ვიტთან ერთად შედეგის მიღწევას "უიმბლდონის" ტურნირზეც ელოდებოდა, თუმცა ჟილ სიმონის სახით უხერხული მეტოქე შეხვდა და თავისი შესაძლებლობები ვერ წარმოაჩინა.

Sportall.Ge

ვინ არის იან დე ვიტი? გერმანელი პროფესიონალი მწვრთნელი 1989 წლიდან გახლავთ.

მას ისეთი სახელოვანი ჩოგბურთელები გაუწვრთნია, როგორებიც სწორედ ჟილ სიმონი (ყოფილი მე-6 ნომერი, ამჟამად მე-40) და გაელ მონფილსია (ყოფილი მე-6 ნომერი, ამჟამად 37-ე).

ამას
გარდა, დე ვიტი ავარჯიშებდა იაპონელ ტაცუმა იტოს (ყოფილი მე-60 ნომერი, ამჟამად 171-ე), ვასეკ პოსპიშილს (ყოფილი 25-ე, ამჟამად 88-ე) და ასევე ცნობილ ფინელ ჩოგბურთელ იარკო ნიემინენს, რომელმაც აქტიური სპორტული კარიერა უკვე დაასრულა.

საინტერესოა, რომ გერმანელი ასევე ეხმარებოდა სერბ ვიქტორ ტროიცკისაც, რომელსაც 2010 წლის დევისის თასზე საჭირო რჩევებს აძლევდა.

დე ვიტს ეს სპორტსმენები არაერთ ცნობილ ტურნირზე გაუწვრთნია. ის ბოლოს სიმონისა და მონფილსის დამრიგებელი ერთად იყო.

როგორც იცით, ფრანგები ახლო მეგობრები არიან და მათ საერთო სპეციალისტი ჰყავდათ აყვანილი.

როგორც იანის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, ის ჩოგბურთელებს ასევე ფსიქოლოგიურად და მენტალურადაც აძლიერებს.

როგორც ცნობილია, ბასილაშვილი გერმანიაში, ჰალეში ვარჯიშობს და ტურნირებისთვის სწორედ იქ, დე ვიტთან ერთად ემზადება.

სეზონის დასაწყისში, ნიკოლოზი საქართველოს დევისის თასის კაპიტან დავით კვერნაძესთან თანამშრომლობდა, რომელთა დუეტიც წარუმატებელი აღმოჩნდა.

ახლა ბასილაშვილისა და დე ვიტის მიზანია, ამერიკის ღია პირველობა წარმატებული აღმოჩნდეს, რომელიც 27 აგვისტოს დაიწყება და ქართველი ძირითად ბადეშია დაშვებული.

altნიკოლოზ ბასილაშვილი Winston-Salem-ის ტურნირის პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული