ბასილაშვილი ჯოკოვიჩთან დაძაბულ მატჩში დამარცხდა

AutoSharing Option
3 იანვარს, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის 1/4 ფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანთან  სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან 6:4, 3:6, 4:6 დამარცხდა.

ბასილაშვილმა მრისხანე მეტოქეს ბრძოლა გაუმართა და მას ქართველის დასამარცხებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდა - შეხვედრა 1 საათი და 59 წუთი გაგრძელდა.

ნიკოლოზმა ამ მატჩამდე ესპანელ ალბერტ რამოსს და რუს ანდრეი რუბლევს სძლია.

ტურნირის საპრიზო თანხა 1.3 მილიონი დოლარია, ბასილაშვილმა კი 36 ათასი გამოიმუშავა.

მან 145 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და ტოპ-20 ჩოგბურთელში შევიდა. ეს მისი რეკორდია.

ჯოკოვიჩი ნახევარფინალში ესპანელ ბაუტისტა აგუტის შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ვუყურე თამაშს ძაან მაღალ დონეზე ჩაატარა ნიკამ , არ გაუმართლა თან ჯოკო გამოცდილი და ძლიერი ჩოგანია დიდი წარმატებები წინ გაქვს ნიკა აბა შენ იცი
გიო
04 იანვარი 2019 03:09
0
Zalian ibrzola, magram meti ver shezlo. Mocodebebi gaumjobesebuli akvs, magram nakleb ormagebze ufro metia samushao. Aseve mnishvnelovania sachiro dros badestan gasvlebic. Celi mshvenivrad daicko da cin kidew didi carmatebebia.
Goga
03 იანვარი 2019 20:58
1
უმაგრესი სპორცმენია, ეს უნდა გამხდარიყო წლის სპორცმენი
სუპერ
04 იანვარი 2019 10:56
1
ყოჩაღ ნიკო შენ ნამდვილი ქართველი ხარ და მე მეამაყება რომ ქართველი ვარ, მთელი გულით გგულშემატკივრობ, დარწმუნებული ვარ შეეძლო ჯოკოვიჩის დამარცხება, ვინც თამაშს უყურა მიხვდებოდა რომ ძალიან ჭკვიანურად და აგრესიულად თამაშობდა ნიკო, ბოლოს გამოცდილების ხარჯზე დაამარცხა ჯოკოვიჩმა თორემ ნიკო რომ თამაშით არაფრით ჩამორჩებოდა ერთ-ერთ სეტში ჯოკოვიჩმაც აღნიშნა და ემოციაც არ დაუმალია, წარმატებები ნიკო. ღმერთი შენსკენ
roma
04 იანვარი 2019 10:48
0
Araushavs basil warmatebebs gisurveb imedia momavalshi shecdomebs gamoasworeb radgan aseti donis choburteltan bavshvuri shecdomebis dashveba ar sheidzleba
Nika
03 იანვარი 2019 20:57
0
მორჩა, აწი აღარავინ შეაქებს ბრძოლით წაგებისთვის ეს ბოლო იყო.
sdfffff
03 იანვარი 2019 21:12
20
მთავარია ტოპ ჩოგბურთელებს თანასწორად ეთამაშება.ე.ი. მათ დამარცხებასაც შეძლებს. ერთი წლის წინ მახსოვს უბრძოლველად აგებდა.მთავარია, თავდადებული ვარჯიში.
მაგარი კაცი ხარ
04 იანვარი 2019 13:39
0
ნიკა არაუშავს, შემდეგში წარმატებებს გისურვებთ.
გიზოგ
04 იანვარი 2019 09:50
0

სიახლეები პოპულარული