მანამდე 30 წლის ესპანელი მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა და ნახევარფინალური ეტაპიდან გამოთიშა.
სწორედ ჯოკოვიჩთან დათმო საკუთარი მატჩი ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც სერბთან მეოთხედფინალში დამარცხდა.
რაც შეეხება ბერდიხს, მას ATP-ის ტურნირის ფინალში 2017 წლის შემდეგ არ უთამაშია.
ახლა ოთხივე მათგანი ავსტრალიის ღია პირველობაზე გადაერთვება, უდიდესი საჩოგბურთო ტურნირებიდან ერთ-ერთი სტარტს 8 იანვარს აიღებს.
ჯოკოვიჩი ნახევარფინალში ბაუტისტა აგუტმა დაამარცხა