მორიგი გამარჯვება! - ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მომდევნო ეტაპზეა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 16 იანვარს ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს მორიგი წარმატებული დღე გამოუვიდა, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობის 1/32-ფინალში მსოფლიოს 137-ე ჩოგანი, იტალიელი სტეფანო ტრავალა ხუთ სეტში ანგარიშით 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3 დაამარცხა.

დაპირისპირება საკმაოდ რთული გამოდგა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა შეხვედრაში გარდატეხა მეხუთე სეტში მოახდინა, როდესაც 4:3-ზე ბრეიკი შეასრულა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

ქართველმა სპორტსმენმა ამ მოგებით წინა წლის შედეგი დააფიქსირა (90 ქულა) და 105 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ამ ეტაპზე ნიკა მსოფლიოს მე-18 ჩოგანია.

18 იანვარს ქართველ სპორტსმენს არანაკლებ დაძაბული შეხვედრა
ელოდება. მისი მეტოქე მსოფლიოს მე-15 ნომერი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება. ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს არასდროს შეხვედრია და კარიერაში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

altნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის პირველი მატჩი მოიგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 34 /
წარმატებები ნიკას! მე ვუყურე ორივეს თამაშს და ასეთი დასკვნები გამოვიტანე. ტროიცკი ისე სუსტაად გამოიყურრბოდა და იმდენად უუნაროდ ეთამაშა, ვფიქრობდი ან სერიოზულად დაელამდა ან სპეციალურად შვება ასეთქო და მიუხედავად ამისა ისე ანერვიულა ციციპასი ჩოგნები ამტვრევინა, ანუ თუ ბასილაშვილი დინამიურად წარმართავს მატჩს რაც აშკარად აკლია და გამოჩნდა, ბოლო ორ თამაშში, უჭირს მიბილიზება ძალიან და ბადესთაან გასვლა რაც მხოლოდ ორჯერ გააკეთა ბოლო თამაშში, როდესაც ამის უამრავი შესაძლებლობა იყო. ამას ერ
ქართველი
20:43 16-01-2019
1
ილუზიებს ნუ ავყვებით! დაველოდოთ
ილარიონი
16:56 16-01-2019
5

სიახლეები პოპულარული