ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში დაქვეითდა, საუკეთესო კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩია

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ პროფესიონალური ჩოგბურთის ასოციაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს პირველი ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი 22-ე პოზიციაზეა.

აქამდე ქართველი ATP-ის რეიტინგში მე-20 ადგილს იკავებდა და ეს მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობდა, სადაც 1/16-ფინალურ ეტაპზე 20 წლის ბერძენ სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა, ნიკოლოზის მძლეველი კი 3 პოზიციით დაწინაურდა და დღეის მდგომარეობით მსოფლიოს მე-12 ჩოგანია.

რაც შეეხება რეიტინგის ლიდერებს - საუკეთესო ისევ ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რაფაელ ნადალი დაამარცხა, მეორე პოზიციას კი
კვლავ ეს უკანასკნელი იკავებს.

მესამე პოზიცია დათმო როჯერ ფედერერმა, რომელიც ამ დროისთვის მე-6 ჩოგანია, მისი ადგილი კი გერმანელმა ალექსანდერ ზვერევმა დაიკავა.

altAO: სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სტეფანოს ციციპასთან ვერაფერი გააწყო [VIDEO]

altამან კარგად დამანახა, რა ეტაპზე ვარ - ნიკოლოზ ბასილაშვილის კომენტარი AO-ზე მარცხის შემდეგ

altსად იასპარეზებს შემდეგში ნიკოლოზ ბასილაშვილი? - მომდევნო ტურნირი ცნობილია

altნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია!

მკითხველის კომენტარები / 2 /
პრობლემას ამაში ვერ ვხედავ!!! კარგი თამაშით სულ მცირე ხანში შეუძლია 17 -ში შევიდეს!!! დღევანდელი მდგომარეობით გოფენი უსწრებს ნიკას 10 ქულით, შვარცმანი 15 ქულით, ჩეკინატო 40 ქულით.... და ა.შ.!!! მთავარია ნაკლები შეცდომები და ყველაფერი კარგად იქნება!!! წარმატებები ნიკას სოფიის ტურნირზე!!!
დათო
15:34 28-01-2019
1
წელს რომ ისევ შევა ოცეულში ამაში ისე ვარ დარწმუნებული როგორც ბარსას ჩემპიონობაში.
!!!!!!!!!
13:35 28-01-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული